ტერმინს „ბირლადი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბირლადი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბირლადი (რუმ. Râul Bârlad) — მდინარე რუმინეთში, მდინარე სირეტის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 207 კმ, აუზის ფართობი 7220 კმ². სათავე აქვს ბირლადის პლატოს დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე. მეტწილად მიედინება მოლდოვის მაღლობის ფარგლებში. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა და ზაფხულის დაბალი ჩამონადენი. გამოიყენება სარწყავად. მდინარის ნაპირზე მდებარეობს ქალაქები ვასლუი, ბირლადი, ტეკუჩი.

ბირლადი

ბირლადი
სიგრძე 207 კმ
აუზის ფართობი 7220 კმ²
ბირლადი (მდინარე) — რუმინეთი
ბირლადი (მდინარე)
ბირლადი (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
ბირლადი ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება