ბირლადის პლატო
ბირლადის პლატო (რუმ. Podișul Bârladului) — პლატო აღმოსავლეთ რუმინეთსა და ნაწილობრივ მოლდოვაში. წარმოადგენს მოლდოვის მაღლობის შუა ნაწილს. სიმაღლე 564 მ-მდე. აგებულია კირქვებით, ქვიშაქვებითა და ნეოგენური ასაკის თიხებით. ძლიერ არის დანაწევრებული ღრმად ჩაჭრილი მდინარეების ხშირი ქსელით, რომლებიც მიეკუთვნება მდინარეების პრუტის, სირეტისა და ბირლადის აუზებს; გავრცელებულია ხევები. მდინარეთაშორისი მეტწილად ვაკე ტერიტორიაა. გავრცელებულია წიფლისა და მუხის ტყეები. განვითარებულია მეცხოველეობა, მებაღეობა და მევენახეობა.[1]
ბირლადის პლატო | |
---|---|
კოორდინატები: 45°33′07″ ჩ. გ. 27°55′42″ ა. გ. / 45.55194° ჩ. გ. 27.92833° ა. გ. | |
ქვეყანა | რუმინეთი მოლდოვა |
სიმაღლე | 564 მ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Краткая географическая энциклопедия. Том 1. М., 1960.