ბირკალუა

მცენარეთა გვარი

ბირკალუა (ლათ. Sigesbeckia ან Siegesbeckia) — ერთ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს მოპირისპირედ განლაგებული ფოთლები, ყვითელი ყვავილი და შავი ნაყოფი. ცნობილია ერთი სახეობა — Sigesbeckia orientalis.

ბირკალუა

Sigesbeckia serrata
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sigesbeckia

გავრცელებულია მცირე აზიაში, ირანში, აღმოსავლეთ აზიაში, ციმბირში, ყირიმსა და კავკასიაში. გვხვდება საქართველოშიც. სარეველაა. იზრდება ტყის პირებზე, დანაგვიანებულ ადგილებში და სხვაგან.

ლიტერატურა

რედაქტირება