ბირკავა (ლათ. Agrimonia) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს ორსქესიანი, ხუთწვერიანი ყვითელი, თავთავისებრ ყვავილელად შეკრებილი ყვავილები. ყვავილსაჯდომი ბზრიალასებრია, დაფარულია კაუჭა ჯაგრებით, რომლებითაც ნაყოფი ცხოველის ბეწვს ეკვრის.

ბირკავა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Agrimonia

უმთავრესად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში ერთი სახეობაალათ. Agrimonia eupatoria. ბირკავა იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, მდელოებზე და სხვაგან. ზოგიერთი სახეობა (ლათ. Agrimonia asiatica) შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს.

ლიტერატურა

რედაქტირება