ბიორიოლიოხი (რუს. Бёрёлёх, ქვემო წელზე ელონი) — მდინარე რუსეთში, იაკუტიაში (სახაში); მდ. ინდიგირკის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 754 კმ, აუზის ფართობი 17 ათ. კმ². წამოიქმნება მდინარეების ჩამიგა-ოკატინისა და კემელკან-ოკატის შეერთებით (სათავეს იღებენ პოლოუსის ჭიუხზე). მიედინება იანა-ინდიგირკის დაბლობზე. ძირითადი შენაკადებია: ულახან-კილახი/ტიიტი, სელგანახი, არი-მასი (მარჯვენა), უესე-კილახი (მარცხენა). იკვებება თოვლის, წვიმისა და მინაყინების წყლით. წყალმოვარდნა იცის ივლის-აგვისტოში. წყლის საშუალო წლიური ხარჯი შესართავში დაახლ. 80 მ³/წმ-ია. გაყინულია ოქტომბრიდან მაისის შუა რიცხვებამდე. ზამთარში იყინება ფსკერამდე. მდინარის აუზში 9 ათასზე მეტი ტბაა საერთო ფართობით 1,6 ათ. კმ².[1]

ბიორიოლიოხი
რუს. Бёрёлёх
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები სახა (იაკუტია)
მარჯვენა შენაკადები ულახან-კილახი/ტიიტი, სელგანახი, არი-მასი
მარცხენა შენაკადები უესე-კილახი
სათავე ჩამიგა-ოკატინისა და კემელკან-ოკატის შეერთება
69°41′34″ ჩ. გ. 142°21′53″ ა. გ. / 69.69278° ჩ. გ. 142.36472° ა. გ. / 69.69278; 142.36472
შესართავი ინდიგირკა
70°59′07″ ჩ. გ. 149°02′12″ ა. გ. / 70.98528° ჩ. გ. 149.03667° ა. გ. / 70.98528; 149.03667
სიგრძე 754 კმ
აუზის ფართობი 17 ათ. კმ²
მდინარის სისტემა ინდიგირკააღმოსავლეთ ციმბირის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 80 მ³/წმ
ბიორიოლიოხი — რუსეთი
ბიორიოლიოხი
ბიორიოლიოხი
— სათავე, — შესართავი
link=commons:Category:{{{Commons}}} ბიორიოლიოხი ვიკისაწყობში
  1. Бёрёлёх ru. Большая российская энциклопедия. Электронная версия (2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-17. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2022