ბინტულუ ― სანაპირო ქალაქი კუნძულ ბორნეოზე, მალაიზიის შტატ სარავაკის ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს კუჩინგიდან 610 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეტით, სიბუდან 216 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, მირიდან 200 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. 2010 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 114 058 ადამიანს შეადგენს. ბინტულუ ამავე სახელწოდების მქონე რაიონის დედაქალაქია.

დასახლებული პუნქტი
ბინტულუ
ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები 3°10′12″ ჩ. გ. 113°01′48″ ა. გ. / 3.170000° ჩ. გ. 113.030000° ა. გ. / 3.170000; 113.030000
დაარსდა 1862
ცენტრის სიმაღლე 8±1 მეტრი
მოსახლეობა 114 058 (2010)
ოფიციალური საიტი http://www.bda.gov.my/
ბინტულუ — მალაიზია
ბინტულუ

ბინტულუს სახელწოდება ადგილობრივი ენიდან წარმოდგება. 1861 წელს, როდესაც რაჯა ჯეიმზ ბრუკმა დაიკავა, ბინტულუ მეთევზეთა პატარა სოფელი იყო. ბრუკმა ერთი წლის შემდეგ აქ ფორტი ააშენა. 1867 წელს ბინტულუში პირველი გენერალური საბჭოს შეხვედრა (ამჟამად სარავაკის შტატის საკანონმდებლო ასამბლეა) გაიმართა. იგი მალაიზიის უძველესი საშტატო საკანონმდებლო სისტემას წარმოადგენს. ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა ბინტულუში 1934 წელს დაიწყო და 1938 წელს ფინანსური სირთულეების გამო შეჩერდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეებმა ასაფრენი ზოლი დაბომბეს, რომელიც მოგვიანებით ბრიტანელებმა აღადგინეს. სრულად 1955 წელს ამოქმედდა. 2002 წელს ძველი აეროპორტი ახალმა აეროპორტმა შეცვალა. 1969 წლამდე ბინტულუ მეთევზეთა სოფლად რჩებოდა, რის შემდეგაც სანაპიროს მახლობლად ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეზერვები აღმოაჩინეს. მას შემდეგ ბინტულუ ენერეგო მრეწველობის ცენტრი გახდა. ქალაქში მდებარეობს მალაიზიის გათხევადებული ბუნებრივი აირის სადგური, Shell-ის ფიშერის პროცესის სადგური და ბინტულუს კომბინირებული ციკლის სადგური. ბინტულუს ეკონომიკაში გაიზარდა პალმისა და ხე-ტყის პლანტაციების წილი, პალმის ზეთის წარმოების, ხის გადამუშავებისა და ცემენტის მრეწველობის მასშტაბები. ბინტულუს პორტი ყველაზე დატვირთული პორტია სარავაკის მასშტაბით. ქალაქიდან სამალაიაუს სამრეწველო პარკში მოხვედრაა შესაძლებელი.

ბინტულუს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა: სიმილაიაუს ეროვნული პარკი, ტუმბინის პარკი, ტანჯუნგ-ბატუს პლაჟი, ტამუ-ბინტულუ და სხვ. ყოველწლიურად ქალაქში ბრონეოს საერთაშორისო ფრანის ფესტივალი იმართება.

გეოგრაფია რედაქტირება

 
ბინტულუს დანაყოფის ადმინისტრაციული რაიონები

ბინტული კუჩინგიდან 610 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს,[1] სიბუდან 216 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით,[2] ხოლო მირიდან 200 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით.[3] მდებარეობს მდინარე კემანის შესართავთან ახლოს,[4] ცენტრალური სარავაკის სანაპირო რეგიონში. სანაპირო ტერიტორიის გეოლოგია პლეისტოცენის ხანაში ჩამოყალიბდა. შედგება სილის, თიხისა და ხრეშისგან. შიდა ტერიტორიაზე ოლიგოცენის ხანის ფორმაციები გვხვდება, რომელიც კირქვას, ალევროლიტისა და ქვიშაქვებს მოიცავს. ნიადაგი მეტწილად რბილია.[5]

კლიმატი რედაქტირება

ბინტულუში მუსონების ორი სეზონია: ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონი (ნოემბრიდან მარტამდე) და სამხრეთ-დასავლეთის მუსონი (მაისიდან სექტემბრამდე). მუსონებს შორის მშვიდი პერიოდი ცნობილია როგორც გარდამავალი პერიოდი. სანაპირო რეგიონში ნალექების მაქსიმალური რაოდენობა იანვარში მოდის, ხოლო მინიმალური ნალექიანობა ივნისიდან აგვისტომდე ფიქსირდება. ნალექები კიდევ უფრო თანაბრადაა განაწილებული შიდა ტერიტორიაზე. ბინტულუს რეგიონში ნალექიანობის წლიური მაჩვენებელი 3 750 მმ-ის ტოლია. ქალაქში დღის განმავლობაში მზის ნათების საშუალო ხანგრძლივობა 5-5.5 საათია. ფარდობითი ტენიანობის მაჩვენებელი 85%-ის ტოლია.[5]

დემოგრაფია რედაქტირება

 
ტუა პეკ კონგის ტაძარი
 
ბინტულუს მეჩეთი

ბინტულუს მოსახლეობის დინამიკა ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ასახული:

წელი 1960 1970 1980 1991 2000 2010
ჯამი
მოსახლეობა
5,000[6] 14,000[7] 42,812[8] 51,862[8] 102,671[8] 114,058[9]

ბინტულუში განგსტერების საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში პირველად 2007 წელს დააყენეს. განგსტერები შეიძლება მართავდნენ ისეთ ბიზნესებს, რომლებიც დაკავშირებულია: ხე-ტყის არალეგალურ მოპოვებასთან, ბენზინის, კვერცხის, სასუქისა და ბუნებრივი აირის ფასების კონტროლთან. განგსტერთა საქმიანობას აღკვეთას ბინტულუს პოლიცია ცდილობს. არალეგალურად მოღვაწე ბიზნესმენების მხრიდან იაფი მუშხელის ძიების გამო ბინტულუში იმიგრანტების რაოდენობა გაიზარდა. 2009 წელს მათმა რაოდენობამ 50 000-ს მიაღწია. არალეგალურად ჩასული ემიგრანტების მშობლიურ მხარეში დაბრუნების მიზნით ბინტულუს საიმიგრაციო განყოფილებამ უამრავი ოპერაცია ჩაატარა.

ეთნოსი რედაქტირება

2010 წლის აღწრის მიხედვით, ბინტულუს მოსახლეობა 114 058 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის უმრავლესობას ადგილობრივები შეადგენენ (61.2%, 69 782 ადამიანი). ჩინელები მოსახლეობის ― 25%-ს შეადგენენ, არამალაიზიელები ― 13.1%-ს, ხოლო ინდოელები ― 0.3%-ს. ადგილობრივ ჯგუფებს შორის არიან: იბანები (32 992), მალაიები (14 945), მელანაუები (14 179), ბიდაიუები (1598) და სხვა ადგილობრივი ტომების წარმომადგენლები (6 068).[9] ბინტულუში უცხო ქვეყნებიდანაც ბევრი ადამიანი ჩასული სამუშაოდ. უმრავლესობა ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ახალი ზელანდიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან და ინდონეზიიდანაა.[10]

რელიგია რედაქტირება

ბრუკის დინასტიის პერიოდში ბინტულუში ქრისტიანი მისიონერები მოღვაწეობდნენ და დღეისთვის ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია. სხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის არიან: მუსლიმანები, ბუდისტები და ინდუისტები.[10] Among the notable places of worship in Bintulu are the Bintulu Mosque (Masjid Assyakirin),[11] ბინტულუს ცნობილ სალოცავებს შორის აღსანიშნავია: ბინტულუს მეჩეთი,[12] მასჯიდ ჯეპაკი, ტუა პეკ კონგის ტაძარი,[13] ენგ კვანგის მეთოდისტური ეკლესია[14] და წმინდა თომას ეკლესია.[15]

სქოლიო რედაქტირება

  1. Kuching to Bintulu, Sarawak, Malaysia. Google Maps. ციტირების თარიღი: 5 June 2015
  2. Sibu to Bintulu, Sarawak, Malaysia. Google Maps. ციტირების თარიღი: 5 June 2015
  3. Miri to Bintulu, Sarawak, Malaysia. Google Maps. ციტირების თარიღი: 5 June 2015
  4. Bintulu. Sarawak Tourism Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 18 June 2015
  5. 5.0 5.1 Preliminary environmental impact assessment (PEIA) Study for The Proposed New Samalaju Port at Similajau, Bintulu, Sarawak. Chemsain Konsultant Sdn Bhd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 24 June 2015
  6. Mohamed, Sakina (16 September 2014). „Reminiscing the old Bintulu“. The Borneo Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 December 2014. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  7. „Oil and gas industry biggest contributor to Bintulu's success“. The Star (Malaysia). 31 October 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 March 2016. ციტირების თარიღი: 27 March 2016.
  8. 8.0 8.1 8.2 Sarawak's Industrial City – Bintulu (page 2 and 12). CH Williams Talhar Yong & Yeo Sdn. Bhd (26 June 2004). ციტირების თარიღი: 9 June 2015
  9. 9.0 9.1 Population Distribution by Local Authority Areas and Mukims, 2010 (Page 158, under Bintulu Townland). Statistics Department, Malaysia (December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 19 July 2013
  10. 10.0 10.1 Bintulu. Shell – Global Outpost Services. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 26 June 2015
  11. Sarawak worship places – Bintulu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 27 June 2015
  12. Sarawak worship places – Bintulu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 27 June 2015
  13. Yussop, Yunus (29 January 2012). „A proud landmark in Bintulu“. The Borneo Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 February 2012. ციტირების თარიღი: 27 June 2015.
  14. 恩光堂 Eng Kwang Methodist Church. ციტირების თარიღი: 27 June 2015
  15. Place of Worship in Bintulu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 27 June 2015