ჰირამ ბინგემი

(გადამისამართდა გვერდიდან ბინგემი, ჰირამ)

ჰირამ ბინგემი (ინგლ. Hiram Bingham; დ. 19 ნოემბერი, 1875 — გ. 6 ივნისი, 1956) — ამერიკელი არქეოლოგი და პოლიტიკოსი, მან აღმოაჩინა ინკების დაკარგული ქალაქი მაჩუ-პიქჩუ.

ჰირამ ბინგემი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1875 წლის 19 ნოემბერს ჰონოლულუში. მისი მამა და პაპა მისიონერები იყვნენ, რომლებიც ეწეოდნენ ქრისტიანობის პროზელიტიზმს ჰავაის შტატის მოსახლეობაში. მამამ შეაყვარა ალპინიზმი, რომელიც საშუალებას აძლევდა უპრობლემოდ მოევლო მთიანი რეგიონები. 1906 წელს მან გაიმეორა სიმონ ბოლივარის გზა ვენესუელიდან კოლუმბიამდე, ხოლო ორი წლის შემდეგ გადაკვეთა ანდები ბუენოს-აირესიდან ლიმამდე.

1911 წელს ბინგემი სათავეში ჩაუდგა იელის უნივერსიტეტის ექსპედიციას, რომელიც შედგა ინკების დაკარგული ქალაქის აღმოჩენის მიზნით, ქალაქისა, რომლის აღმოჩენაც ვერ შეძლეს კონკისტადორებმა. 24 ივლისს მიაკვლია ქალაქის ნანგრევებს.

გარდაიცვალა 1956 წელს ვაშინგტონში, დაკრძალულია არლინგტონის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება