ბიზანტიურ-არაბული ომები (780-1180)

ბიზანტიურ-არაბული ომები
არაბულ-ბიზანტიური ომები ნაწილი

ბიზანტია ომამდე და ომის შემდეგ
თარიღი 780-1180
მდებარეობა ანატოლია, მესოპოტამია, სირია, სიცილია, სამხრეთ იტალია, ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკა და პალესტინა
შედეგი ორივე მხარის მიღწევები
ტერიტორიული
ცვლილებები
სირია, მესოპოტამია, პალესტინა და ჩრდილოეთ აფრიკა დაიპყრეს არაბებმა. სირია და მესოპოტამია ბიზანტიელებმა დაიბრუნეს.
მხარეები
ბიზანტიის იმპერია
საღვთო რომის იმპერია[1]
იტალიური ქალაქ-სახელმწიფოები
ჯვაროსნული სახელმწიფოები
ფატიმიდები
აბასიანები
უქაილიდები
ჰამდანიდები
სიცილიის საამირო
კრეტის საამირო
მეთაურები
ბიზანტიის იმპერატორები
თემების სტრატეგოსები
ფლოტის დრუნგარები
აბასიანთა ხალიფები
ფატიმიანთა ხალიფები
ძალები
773 — 400 000
1025 — 250 000
1140 — 50 000 +
781 — 100 000[2]
806 — 135 000[3][4]

ბიზანტიურ-არაბული ომები — სამხედრო კონფლიქტი ერთის მხრივ, ბიზანტიასა და მის მოკავშირეებს და მეორეს მხრივ, აბასიანებსა და ფატიმიანებს შორის. მიმდინარეობდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში 780-1180 წლებში. ხანგრძლივი და მერყევი სასაზღვრო ომების შემდეგ, X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დასაწყისში ბიზანტიელთა მნიშვნელოვანმა გამარჯვებებმა, სამ იმპერატორს, კერძოდ ნიკიფორე II-ს, იოანე I ციმისკეს და ბასილი II ბულგართმმუსვრელს საშუალება მისცა დაებრუნებინა VII საუკუნეში არაბთა მიერ წართმეული ტერიტორიები.[5]

სირიის დიდი ნაწილი[5], მათ შორის დამასკიც ცოტა ხნით ბიზანტიელებმა დაიბრუნეს. იგი მალევე ხელახლა დაიპყრეს არაბებმა. მაგრამ ბიზანტიელთა მიერ ანტიოქიის დაპყრობამ (რომელიც წმინდა მიწად მოიხსენიებოდა) და იქ საპატრიარქოს აღდგენამ უდიდესი ფსიქოლოგიური და მორალური დარტყმა მიაყენა არაბებს, რამაც საბოლოოდ შეარყია მათი ძლიერება.[6]

ამის მიუხედავად არაბები მაინც დარჩნენ ბიზანტიელების მთავარ მოწინააღმდეგედ და დაახლოებით 970 წლისთვის ფატიმიანებმა შეძლეს კვლავ აღზევება.[7] ბიზანტიამ დაიკავა პალესტინის დიდი ტერიტორია, მაგრამ ვერ აიღო ქალაქი იერუსალიმი. ბიზანტიელთა მცდელობებს, რათა შეეჩერებინათ არაბთა მიერ სიცილიის ნელი, მაგრამ წარმატებული დაპყრობა შედეგი არ გამოუღია.[8] სირიამ, როგორც ბიზანტიის პროვინციამ საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა 1084 წელს, როდესაც თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს ანტიოქია. ქალაქი ჯვაროსნებმა 1097 წელს იაღეს.[9]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Occasional alliances against Saracen piracy were concluded
  2. Kennedy, Hugh (2001). The Armies of the Caliphs: Military and Society in the Early Islamic State. p. 99.
  3. Kennedy, Hugh (2001). The Armies of the Caliphs: Military and Society in the Early Islamic State. p. 99.
  4. Even if Byzantium had survived the worst the Arabs could do, its troubles were far from over. The caliphate was still much stronger than the empire. Warren Treadgold, The Oxford Dictionary of Byzantium, pg 138.
  5. 5.0 5.1 Magdalino, Paul (2002). The Oxford History of Byzantium. New York: Oxford UP. p. 180.
  6. Norwich 1997, p. 192
  7. Norwich 1997, p. 202
  8. Norwich 1997, p. 221
  9. Magdalino, Paul (2002). The Oxford History of Byzantium. New York: Oxford UP, გვ. 189.