ბიდხან ჩანდრა როი
ბიდხან ჩანდრა როი
დასავლეთ ბენგალის მთავარი მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 იანვარი 1948 – 1 ივლისი 1962
წინამორბედიპრაფულა ჩანდრა გჰოში
მემკვიდრეპრაფულა ჩანდრა სენი

დაბადებული1 ივლისი 1882
ბანკიპური, პატნა, ბენგალის საპრეზიდენტო, ბრიტანეთის ინდოეთი, ბრიტანეთის იმპერია
გარდაცვლილი1 ივლისი 1962 (80 წლის)
კოლკატა, ინდოეთი
პოლიტიკური პარტიაინდოეთის ეროვნული კონგრესი
განათლებაკალკუტის უნივერსიტეტი (1908)

Medical College and Hospital, Kolkata (1906)

Patna Collegiate School
პროფესიაექიმი, პედაგოგი, პოლიტიკოსი
რელიგიაინდუიზმი
ჯილდოებიბჰარატ რატნა
ხელმოწერა

ბიდხან ჩანდრა როი ( ბენგ. বিধানচন্দ্র রায় ,ინგლ. Bidhan Chandra Roy ; დ.1 ივლისი 1882გ.1 ივლისი 1962 ) — ინდოელი და ბენგალელი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე. დასავლეთ ბენგალის რეგიონის მეორე მთავარი მინისტრი (19481962). ინდოეთის ეროვნული კონგრესის წევრი. ინდოეთის წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტი. [1]

ინდოეთში ექიმების ეროვნულ დღეს ყოველწლიურად 1 ივლისს აღნიშნავენ მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ. 1961 წელს მიენიჭა Bharat Ratna — ინდოეთის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო . [2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბიდხან ჩანდრა ხუთი შვილიდან უმცროსი იყო. მას ჰყავდა დები სუშარბაშინი და საროჯინი, და ძმები სუბოდი და სადანი. ბიდხანის მშობლები იყვნენ რელიგიური მოძრაობა ბრაჰმო სამაჯის მხურვალე მიმდევრები. დედა გარდაიცვალა, როდესაც ბიდხანი ჯერ კიდევ 14 წლის იყო.

1897 წელს ბიდხანი შევიდა პატნას კოლეჯში, რომელიც წარჩინებით დაასრულა და მიიღო ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში.[3] [4] მოგვიანებით სწავლობდა ბენგალის საინჟინრო სკოლასა და კალკუტის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯში. [5] სტაჟირება გაიარა დიდ ბრიტანეთში. მან სწავლა ორ წელიწადში და სამ თვეში დაასრულა და 1911 წლის მაისში ერთდროულად გახდა ექიმთა სამეფო კოლეჯის ( Membership of the Royal Colleges of Physicians of the United Kingdom ) წევრი და ქირურგთა სამეფო კოლეჯის წევრი. სახლში 1911 წელს დაბრუნდა.

 
როი 1943 წელს

დაბრუნების შემდეგ როი შეუერთდა პროვინციული ჯანდაცვის სამსახურს. მან გამოიჩინა უდიდესი თავდადება და შრომისმოყვარეობა. საჭიროების შემთხვევაში ექთანადაც შეეძლო მუშაობა. თავისუფალ დროს კერძო პრაქტიკით იყო დაკავებული მინიმალური გადასახადის საფასურად. ის ასწავლიდა კალკუტას სამედიცინო კოლეჯში, შემდეგ კი — კემპბელის სამედიცინო სკოლაში (ახლანდელი NRS სამედიცინო კოლეჯი ) და კარმაიკლის სამედიცინო კოლეჯში (ახლანდელი RG Kar სამედიცინო კოლეჯი). როი იყო ინდოეთის კარდიოლოგიური საზოგადოების პირველი პრეზიდენტი 1948 წლიდან 1950 წლამდე.

როის სჯეროდა, რომ სვარაჯი (მოწოდება მოქმედებისკენ ინდოეთის თავისუფლებისთვის) ოცნებად დარჩებოდა, თუ ხალხი არ იქნებოდა ჯანმრთელი და ძლიერი გონებითა და სხეულით. მან თავისი წვლილი შეიტანა სამედიცინო განათლების ორგანიზებაში. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯადავპურის ტუბერკულოზის საავადმყოფოს, ჩიტარანჯან სევა სადანის, კამალა ნერუს მემორიალური საავადმყოფოს, ვიქტორიის ინსტიტუტის (კოლეჯის) და ჩიტარანჯანის კიბოს ეროვნული ცენტრის დაარსებაში. 1926 წელს როიმ გახსნა ჩიტარანჯან სევა სადანი ქალებისა და ბავშვებისთვის. [6]

როი ასევე იყო მაჰათმა განდის პირადი ექიმი და მეგობარი.

1925 წელს ჩაერთო პოლიტიკაში. 1928 წელს აირჩიეს ინდოეთის ეროვნული კონგრესის სრულიად ინდოეთის კომიტეტში. კონგრესის სამუშაო კომიტეტის წევრი 1930 წლიდან, როი, კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად, დააპატიმრეს 1930 წლის 26 აგვისტოს და ცენტრალურ ციხეში გადაიყვანეს. 1931 წელს გაათავისუფლეს.

მონაწილეობდა მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიაში „დატოვე ინდოეთი!“., რომელიც დაიწყო ბრიტანეთის ინდოეთში 1942 წლის აგვისტოში.

პარტიის ყრილობამ როი წარადგინა ბენგალის მთავარი მინისტრის პოსტზე.

14 წლის განმავლობაში, ინდოეთის ეროვნული კონგრესის კანდიდატის რანგში 1948 წლიდან 1962 წლამდე — გარდაცვალებამდე იყო დასავლეთ ბენგალის რეგიონის მთავარი მინისტრი. ის ხშირად ითვლება დასავლეთ ბენგალის ერთ-ერთ უდიდეს არქიტექტორად, რადგან, სხვა საკითხებთან ერთად, დააარსა ინდოეთის ხუთი დიდი ქალაქი, მათ შორის დურგაპური (დასავლეთ ბენგალი) ხაბრა, აშოკნაგარი, ორი სატელიტური ქალაქი კოლკატა — ბიდხანაგარი და კალიანი (დასავლეთ ბენგალი) .

ასევე იყო ბრაჰმო სამაჯის წევრი. [7]

როი გარდაიცვალა 1962 წლის 1 ივლისს მოულოდნელად. გარდაცვალების შემდეგ მისი სახლი მოხუცთა თავშესაფარი გახდა, რომელსაც სახელი როის დედის — აგხორკამინი დევის საპატივსაცემოდ უწოდეს.  

  1. „Back to the beginning - On the 50th year of the landfill, here's the story of how Salt Lake came into being“. The Telegraph. 10 August 2012.
  2. „National Doctors' Day: All you need to know about Dr Bidhan Chandra Roy“. Firstpost. 1 July 2022. ციტირების თარიღი: 1 July 2022.
  3. Remembering Dr Bidhan Chandra Roy: Facts about the doctor who dedicated his life to the profession of medicine.
  4. Bidhan Chandra Roy Biography – Bidhan Chandra Roy Childhood, Life, Profile, Timeline. ციტირების თარიღი: 25 August 2018
  5. „Biography of Bharat Ratna "Dr. Bidhan Chandra Roy" complete biography for Class 10, Class 12 and Graduation and other classes“. eVirtualGuru. 1 February 2018. ციტირების თარიღი: 1 September 2018.
  6. Dr Bidhan Chandra Roy Biography: डॉ. बिधान चंद्र राय जीवन परिचय. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-28. ციტირების თარიღი: 2023-11-30.
  7. „Bengal's physician chief minister – The Statesman“. The Statesman. 30 June 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 26 August 2018.