ბზიანის წმინდა გიორგის ხატი

საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალიჭალასთან ახლოს, მდინარეების - ბაკურხევისა დ

ბზიანის წმინდა გიორგის ხატი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალიჭალასთან ახლოს, მდინარეების - ბაკურხევისა და საჩალისჭალის შესართავთან, ტყით დაფარულ პატარა მთაზე. განეკუთვება ადრინდელ შუა საუკუნეებს. შენობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წაგრძელებული სადგომია (8 x 6 მეტრი), რომლის ირგვლივ შეიმჩნევა გალავნისა და სხვადასხვა ნაგებობის კვალი. ძეგლი ნაგებია ნატეხი ქვით. დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ კედლების ნაწილი (სიმაღლე 0,8-1 მეტრი), შესასვლელი დასავლეთიდანაა (ამოშენებულია). სარკმლები არ შეიმჩნევა. შენობის შუაში დგას ქვით ნაგები სვეტი (სიმაღლე 3,5 მეტრი; დიამეტრი 1 მეტრი), რომელიც დაყრდნობილია ოთხკუთხა ბაზისზე და მაღალი, სადა კაპიტელითაა დასრულებული. ზედ დადგმულია ლავგარდნით დაგვირგვინებული დაბალი კუბური ფორმის ქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება