ბექირ სამი კუნდუხი
ბექირ სამი კუნდუხი (ოს. Къуындыхаты Муссæйы фырт Бечыр დ. 1864, სოფ. სანიბა, თერგის ოლქი, რუსეთის იმპერია, დღევანდელი ჩრდილოეთი ოსეთი, — გ. 13 მარტი, 1932, სტამბოლი, თურქეთი) — ოსური წარმოშობის თურქი პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ოსეთში მეფის ოფიცრის, სარწმუნოებით მუსლიმ გენერალ-მაიორ მუსა კუნდუხოვის ოჯახში. რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ მუჰაჯირების სახით ოჯახი გადასახლდა ოსმალეთის იმპერიაში. დაამთავრა გალათასარაის ლიცეუმი, შემდეგ პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა პარიზში. იყო სირიის გუბერნატორი. თავიდანვე მიემხრო ქემალისტურ მოძრაობას. იყო სივასის კონგრესის მონაწილე. 1920 წელს დაინიშნა ანკარის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრად. იყო ქემალისტთა მიერ მოსკოვში გაგზავნილი პირველი დელეგაციის ხელმძღვანელი. დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსკოვმა ფინანსური, სამხედრო და ტექნიკური დახმარება გაუწია ქემალის მთავრობას. 1921 წელს ხელმძღვანელობდა ანკარის სამთავრობო დელეგაციას ლონდონში, ასევე აწარმოებდა საიდუმლო მოლაპარაკებებს ლოიდ-ჯორჯთან სევრის ხელშეკრულების პირობების შემსუბუქების მოთხოვნით. მანვე მოაწერა ხელი 9 და 11 მარტს საფრანგეთთან და იტალიასთან დადებულ ხელშეკრულებებს. 922 წლიდან ოპოზიციაში უდგება მუსტაფა ქემალს. 1924-25 წლებში იყო ოპოზიციური „პროგრესული დემოკრატიული პარტიის“ წევრი. მუსტაფა ქექმალის მიერ ოპოზიციის მიმართ გატარებული რეპრესიების შემდეგ თავს ანებებს პოლიტიკურ საქმიანობას. გარდაიცვალა 1932 წელს.