ბექირ ბოზდაღი (თურქ. Bekir Bozdağ; დ. 1 აპრილი 1965, აქდაღმადენი, იოზგათი, თურქეთი)[1]თურქი თეოლოგი, ადვოკატი, პოლიტიკოსი და 2015-2017 წლებში, თურქეთის იუსტიციის მინისტრი. იუსტიციის მინისტრობამდე 2011-2013 წლებში ვიცე პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

ბექირ ბოზდაღი
Bekir Bozdağ
ბექირ ბოზდაღი Bekir Bozdağ
თურქეთის ვიცე-პრემიერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ივლისი, 2017 – 10 ივლისი, 2018
პრეზიდენტი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრი  ბინალი ილდირიმი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ნოემბერი 2015 – 19 ივლისი 2017
პრეზიდენტირეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრიაჰმეთ დავუთოღლუ
ბინალი ილდირიმი
წინამორბედიქენან იფექი
მემკვიდრეაბდულჰამით გიული

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 დეკემბერი 2013 – 6 მარტი 2015
პრეზიდენტიაბდულა გიული
რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრირეჯეფ თაიფ ერდოღანი
აჰმეთ დავუთოღლუ
წინამორბედისადულაჰ ერგინი
მემკვიდრექენან იფექი

დაბადებული1 აპრილი, 1965 (1965-04-01) (59 წლის)
აქდაღმადენი, იოზგათი თურქეთის დროშა თურქეთი
საარჩევნი ოლქი2002იოზგათი
2007იოზგათი
2011იოზგათი
2015იოზგათი
პოლიტიკური პარტიასგპ
განათლებაულუდაღის უნივერსიტეტი
სელჩუკის უნივერსიტეტი
პროფესიათეოლოგი, ადვოკატი, პოლიტიკოსი
რელიგიასუნიტური ისლამი

პირველად 2002 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სგპ-ს იოზგათის პროვინციიდან პარლამენტში აირჩიეს. ასევე 2007 და 2011 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გახდა პარლამენტარი, ხოლო 2015 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, კონსტიტუციის 114-ე პუნქტის გამო დატოვა მინისტრის პოსტი, რომ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში.[2]

ბიოგრაფია რედაქტირება

ბოზდაღი დაიბადა 1965 წლის 1 აპრილს იოზგათის პროვინციის ქალაქ აქდაღმადენში, მეჰმათ დურანის და ნურიე ბოზდაღის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, განათლება ულუდაღის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა, ხოლო ამის შემდეგ სელჩუკის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. მაგისტრატურა ულუდაღის უნივერსიტეტში დაამთავრა. სწავლის დამთავრების შემდეგ ადვიკატად მუშაობდა.[3][4][5]

ბოზდაღი თავისუფლად ფლობს ინგლისურს და არაბულს. დაოჯახებულია და ჰყავს სამი შვილი.[6]

კარიერა რედაქტირება

1999 წლის 18 აპრილს ბოზდაღი ადგილობრივი არჩევნების დროს აქდაღმადენის გამგებლობის კანდიდატი გახდა. სგპ-ს შექმნის დროს იოზგათის ორგანიზაციის თავჯდომარის მოადგილე გახდა. 2002 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აირჩა პარლამენტის წევრად იოზგათის პროვინციიდან და მუშაობა სგპ-ს შიგნით სხვადასხვა თანამდებობაზე.[7]

სქოლიო რედაქტირება

  1. Bekir Bozdağ დაარქივებული 2018-07-13 საიტზე Wayback Machine. , Türkiye Büyük Millet Meclisi 23. Dönem Milletvekili, TBMM.gov.tr, erişim tarihi: 28 Eylül 2008.
  2. http://www.milliyet.com.tr/uc-bakan-istifa-etti-iste-yeni/siyaset/detay/2024464/default.htm
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-17. ციტირების თარიღი: 2016-07-27.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-20. ციტირების თარიღი: 2016-07-27.
  5. http://www.kimkimdir.gen.tr/kimkimdir.php?id=5778
  6. http://www.internethaber.com/bekir-bozdag-kimdir-aslen-nereli-1489632h.htm
  7. http://www.biyografi.info/kisi/bekir-bozdag