ბექთაშ-ხან გურჯი
ბექთაშ ხან გურჯი (სპარს. بکتاش خان گرجی; დ. 1594 — გ. 1639) — სეფიანთა იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, გვარად მირიმანიძე. ბაღდადის მმართველი 1631-1638 წლებში, შაჰ-სეფი I-ის მმართველობის პერიოდში. ბიძამისი იყო მირმან მირიმანიძე იგივე სეფიყული-ხანი. ახალგაზრდობაში რამდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა შაჰ-აბას I-ის ლაშქრობებში ოსმალეთსა და უზბეკეთში. ირან-ოსმალეთის 1623-1639 წლების ომის პირველ ეტაპზე წარმატებით უსარდლა სპარსელთა არმიას, 1626 წელს სამცხის აღმ. ნაწილიდან განდევნა ოსმალები, თუმცა 1632 წლიდან ვითარება შეიცვალა. ოსმალთა მთავარი სამიზნე ქალაქი ბაღდადი იყო. 1634 წელს მურად IV-მ განაახლა ომი სეფიანებთან არაბული ერაყის ხელში ჩასაგდებად. გარკვეული წარმატებების შემდეგ ოსმალები ბაღდადს მიადგნენ. 1638 წლის დეკემბერში ქალაქი დაეცა. ბექთაშ ხანმა თავს გაქცევით უშველა. გარდაიცვალა 1 წლის შემდეგ, 1639 წელს. ზოგიერთი ირანელი ისტორიკოსის ცნობით, ის სეფი I-მა სიკვდილით დასაჯა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Maeda, Hirotake (2003). "On the Ethno-Social Background of Four Gholām Families from Georgia in Safavid Iran". Studia Iranica (32): 1–278