ბექა დავითულიანი (დ. 18 მარტი, 1980, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ბექა დავითულიანი
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1980 (1980-03-18) (44 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

ბიოგრაფია

რედაქტირება

1999-2004 წლებში იყო ა/ო „სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობა“ გამგეობის თავმჯდომარე. 2002-2004 წლებში იყო სს „ხიდმშენის“ იურის-კონსულტანტი, მენეჯერი. 2004-2010 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2010-2013 წლებში მუშაობდა ჟურნალ „ლიბერალში“. 2010-2012 წლებში იყო შპს „მედიაჰაუსი დეკომი“ იურისტ-კონსულტანტი. ამავე წლებში იყო შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის“ სპეციალისტი. 2013 წელს იყო შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალი მედიის მართვის სპეციალისტი. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის ინტერნეტ რესურსების მართვის სპეციალისტი. 2014-2015 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე. 2014 წელს იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროექტების დაგეგმვისა და რეფორმების სამსახურის სამმართველოს უფროსი. 2014-2015 წლებში იყო ტელეკომპანია GDS TV-ის მთავარი პროდიუსერის მოადგილე. 2015-2017 წლებში იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსი.

თბილისის საკრებულოს წევრი

რედაქტირება

2017–2020 წლებში ქალაქ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე.[2]

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი

რედაქტირება

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება