ბესო სოლომანაშვილი
ბესო სოლომანაშვილი (დ. 14 აგვისტო, 1964, თბილისი) — ქართველი მწერალი, კინორეჟისორი და სცენარისტი.
ბესო სოლომანაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 აგვისტო, 1964[1] (60 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | მწერალი, მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი, რომანისტი და ნოველისტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ჟანრი | სცენარი, დოკუმენტური ფილმი, დრამა, მოქმედებითი ფილმი და ტელეგადაცემა |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | armuri.georgianforum.com/t1098-topic |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბესო სოლომანაშვილი დაიბადა 1964 წლის 14 აგვისტოს, თბილისში.
1987 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი, ხოლო 1996 წელს კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (გიორგი შენგელაიას სახელოსნო).
1988-1990 წლებში მუშაობდა ომალოს სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად; 1996-2000 წ.წ. - ტელეფილმების სტუდიაში გადაცემა „სატელევიზიო კინოდარბაზის“ რეჟისორად; 2003-2016 წწ. - ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ რეჟისორად; 2017 წ. იყო საზოგადოებრივი არხისთვის მხატვრული სერიალის „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ დამდგმელი რეჟისორი; 2018-2020 წწ. - სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ რეჟისორი.
ბესო სოლომანაშვილი კარგად იცნობს საქართველოს ძველ და უახლეს ისტორიას, რაც მის ნაწარმოებებშიც ვლინდება.
წიგნები
რედაქტირება- სხვისი კინო (მოთხრობები), თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2021, 242 გვ., ISBN 9789941307522
- ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა: ანუ ამბავი ჯალათი პაპაჩემისა, დედაჩემის მამა რომ იყო (ალუზიური მისტიფიკაცია: რომანი), თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2019, 172 გვ., ISBN 9789941304859
- რეისი ლონდონი-ზუზუმბო (მოთხრობები), თბილისი, დიოგენე, 2010, 232 გვ., ISBN 9789941112188
- ზამორა (სნაიპერა) (მოთხრობები), თბილისი, დიოგენე, 2007, 121 გვ., ISBN 9789994092215
რეჟისორული ნამუშევრები
რედაქტირებამხატვრული ფილმები
რედაქტირება- ვერნისაჟი (1996)
- სისხლიანი სცენარი (2000)
- დეტონატორი (2012)
- ბოსტანი კონფლიქტის ზონაში[2] (2021), თამრი ფხაკაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, ხანგრძლივობა: 86'
მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები
რედაქტირება- მოდით, ყველამ ერთად ვცადოთ (1998)
- მამა, მე ალბათ ჯარში დავრჩები (2002)
- გრიგოლ რობაქიძე
- პრინცი მაჩაბელი (2006);
გადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- დაბადების დღე (ვ. ვარაზი, 1995)
- სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში (გ. გაჩეჩილაძე, 2000)
- ნუცას სკოლა (მერაბ კოკოჩაშვილი, 2000)
- ფანჯარა (რუსუდან პირველი, 2006)
- რენე მიდის ჰოლივუდში (ალეკო ცაბაძე, 2010)
- ცუდი ხალხი (გიორგი თავართქილაძე, 2017)
პრემიები და ჯილდოები
რედაქტირება- საბა (ლიტერატურული პრემია), ნომინაცია: „წლის საუკეთესო რომანი“ ნაწარმოებისათვის: ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა, 2020
- სოჭის კინოფორუმის პრიზი მხატვრული ფილმისთვის ვერნისაჟი (1995)
- ანჟეს სკფ-ის ფესტივალის პრიზი ფილმისთვის სისხლიანი სცენარი (1997)
- ნოვორასიისკის სადებიუტო ფილმების ფესტივალის პრიზი დოკ. ფილმისთვის მოდით ყველამ ერთად ვცადოთ (1998)