ბესარიონ ძამუკაშვილი

ქართველი ინჟინერი

ბესარიონ ძამუკაშვილი (დ. 11 აგვისტო, 1940, თბილისი — გ. 2011) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1969 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1975 წელს ქალაქი ოდესის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურა.

1958 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა. 1961-1966 წლებში მუშობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროში ინჟინრად. 1967-1970 წლებში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის, N5 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად. 1970-1972 წლებში იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება „მთავართბილმშენის“ საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. 1972-1978 წლებში თბილისის სახალხო კონტროლის საქალაქო კომიტეტის ინსპექტორი. 1978-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ. 1984-1988 წლებში იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „კავკასელექტროქსელმშენის“ მთავარი ტექნოლოგი, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსის მოადგილე, თბილისის ზღვის კეთილმოწყობა-განაშენიანების სამმართველოს უფროსი, ელექტრონაგებობათა სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1988-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სპეციალიზებული სამშენებლო ტრესტ „სპეცმშენის“ ექსპერიმენტული ქარხნის გენერალურ დირექტორად. 1995-2000 წლებში სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, სს „აისის“ ფირმა „ვირას“ გენერალურ დირექტორად. მონაწილეობდა თვალის რესპუბლიკური კლინიკის, თბილისის N4 მაცივრის, გაჩიანის ხორცკომბინატის, ქიმწმენდის გაერთიანება „თოლიას“, შავი ზღვის ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და საინჟინრო-კომუნიკაციების (ქალაქ ადლერში) მშენებლობასა და საქართველოსა და სომხეთში მიწისძვრით დაზიანებული ობიექტების აღდგენაში.

ჯილდოები

რედაქტირება
  • შრომის წითელი დროშის მედალი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 679

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება