ბესარიონ ღოღობერიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღოღობერიძე.

ბესარიონ ღოღობერიძე (დ. 1832, გოჩაჯიხაიში6 მარტი, 1879, იქვე) — ქართველი პედაგოგი და რევოლუციონერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1849-1854 წლებში სწავლობდა ქუთაისის, შემდეგ თბილისის პირველ გიმნაზიაში. წარჩინებით დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში იყო სტუდენტთა რევოლუციური კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1862 წელს ჩამოყალიბდა პეტერბურგის რევოლუციური ცენტრის მე-2 განყოფილება, სადაც მდივნად აირჩიეს; წინადადება მისცეს პეტერბურგში დარჩენილიყო მეცნიერული მუშაობისთვის, მაგრამ იგი დაბრუნდა საქართველოში. 1868 წელს დაინიშნა თბილისის პირველი გიმნაზიის მასწავლებლად; 1873 წელს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის დირექტორად; 1874 წელს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორად. დიდი ღვაწლი მიუძღვის სწავლა-განათლების დანერგვის საქმეში, განსაკუთრებით კახეთში. მისი ინიციატივით გაიხსნა სკოლები საგარეჯოში, ყვარელში, ენისელში, გურჯაანში და სხვ. შემდეგ სამუშოდ ქუთაისში გადავიდა და სიცოცხლის ბოლო წლები იქ გაატარა. 1873 წელს მის მიერ შედგენილი იქნა ბანკის პროექტი, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 1876 წლის პირველ მაისს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნარსია, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 597-598.
  • მეძველია, კ. „თერგდალეულები და რუსეთის სამოციანი წლების რევოლუციონერი მოღვაწეები“, თბილისი, 1959

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება