ბესარიონ ბელინსკის ქუჩა
ბესარიონ ბელინსკის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვერე); მიხეილ ზანდუკელის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 60-იან წლებში. ადრე აგურის ქუჩა ერქვა (აქ მდებარე აგურის ქარხნების გამო). დატანილია თბილისის 1867 წლის გეგმაზე. 1898 წელს, ბესარიონ ბელინსკის გარდაცვალებიდან 50-ე წლისთავზე, ქუჩას უწოდეს მისი სახელი. დატანილია თბილისის 1904 წლის გეგმაზე. ადრე იწყებოდა ახლანდელი მერაბ კოსტავას ქუჩიდან. 1992 წლიდან ქუჩის ქვედა მონაკვეთს, მერაბ კოსტავას ქუჩიდან მიხეილ ზანდუკელის ქუჩამდე, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის სახელი დაერქვა. ქუჩაზე არის XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები.
ბესარიონ ბელინსკის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ვერე |
წინა სახელები | აგურის ქუჩა, |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 31, ISBN 978-99928-20-35-3.