ბესარიონ ბელინსკი
ბესარიონ გრიგოლის ძე ბელინსკი (რუს. Виссарион Григорьевич Белинский; დ. 11 ივნისი [ძვ. სტ. 30 მაისი], 1811, სვეაბორგი, ფინეთი — გ. 7 ივნისი [ძვ. სტ. 26 მაისი], 1848, პეტერბურგი) — რუსი კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი.
ბესარიონ ბელინსკი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 30 მაისი (11 ივნისი), 1811[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | სუომენლინა, ფინეთის დიდი სამთავრო, რუსეთის იმპერია[4] [1] [2] [3] |
გარდაცვალების თარიღი | 26 მაისი (7 ივნისი), 1848[1] [3] (36 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია[4] [3] |
დასაფლავებულია | ლიტერატორსკიე-მოსტკი |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, მწერალი[5] , ლიტერატურული კრიტიკოსი[6] , ჟურნალისტი, მევიოლინე[7] , ლიტერატურის თეორიტიკოსი[6] და პუბლიცისტი[6] |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
მეუღლე | Maria Orlov |
ხელმოწერა |
![]() |
ბიოგრაფიარედაქტირება
დაიბადა ექიმის ოჯახში. სწავლობდა ჯერ ჩემბარის (ახლანდელი ბელინსკი) სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ პენზის გიმნაზიაში. 1829 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის სიტყვიერების განყოფილებაზე. სტუდენტობისას დაწერა და სტუდენტთა ლიტერატურულ წრეში კითხულობდა ბატონყმობის წინააღმადეგ მიმართულ დრამას „დიმიტრი კალინინი“, რისთვისაც 1832 წელს უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1833 წლიდან სისტემატურად თანამშრონლობდა ნ. ნადეჟდინის ჟურნალ „ტელესკოპში“. მის ლიტერატურულ დამატებაში გაზეთ „მოლვაში“ 1834 წელს გამოქვეყნდა ბელინსკის პირველი დიდი სტატია „ლიტერატურული ოცნებანი“, რომელმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და ავტორს ნიჭიერი კრიტიკოსის სახელი მოუპოვა. 1835 წელს „ტელესკოპში“ გამოქვეყნდა მისი პირველი ლიტერატურულ-კრიტიკული ნაშრომი „რუსული მოთხრობებისა და გოგოლის მოთხრობების შესახებ“. 1836 წელს „ტელესკოპისა“ და „მოლვას“ დახურვის გამო მუშაობდა ჟურნალ „მოსკოვსკი ნაბლიუდაწელის“ რედაქციაში.
ლიტერატურარედაქტირება
- შადური ვ., ნემსაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 287.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 Белинский, Виссарион Григорьевич // Русский биографический словарь — СПб: 1908. — Т. 3. — С. 591–648.
- ↑ 2.0 2.1 Морозов П. О. Белинский, Виссарион Григорьевич // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский, К. К. Арсеньев, Ф. Ф. Петрушевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. V. — С. 191–194.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 А. Лаврецкий, В. Гусев Белинский В. Г. // Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1962. — Т. 1.
- ↑ 4.0 4.1 Белинский Виссарион Григорьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ 6.0 6.1 6.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ The Fine Art Archive — 2003.