ხუტა ბერულავა

ქართველი პოეტი
(გადამისამართდა გვერდიდან ბერულავა, ხუტა)

ხუტა მიხეილის ძე ბერულავა (დ. 10 დეკემბერი, 1924, ზუგდიდი — გ. 27 სექტემბერი, 2004, თბილისი) — ქართველი პოეტი. მისი პირადი არქივი 2009 წლის 17 მარტიდან ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].

ხუტა ბერულავა
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1924(1924-12-10)
დაბადების ადგილი ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2004
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, შემდეგ მაქსიმ გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტი (1952). იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი. 1967-1979 წლებში გამომცემლობა „განათლების“ დირექტორი. ლექსებს 1941 წლიდან აქვეყნებს, პირველი კრებული 1944 წელს გამოვიდა. პოპულარული გახდა მეორე მსოფლიო ომის გმირებისადმი მიძღვნილი მისი ლექსები („ამხანაგო მიშაკოვ, ძმაო შალამბერიძევ“, 1941; „ვარსკვლავეთს მოსწყდა ვარსკვლავი“, 1945).

ბერულავას პოეზია მრავალმხრივია („მამულიშვილთა მოსაგონარი“, 1947; „უკრაინაში, დნეპრის წინაშე“, 1949; პოემა „რუსული გული“, 1950-1954), „სიმღერა ვარსკვლავებზე“ (1953); საქართველოს წარსულს ეძღვნება ლექსების ციკლი „ვარძიის გზაზე“ (1946), პოემა „კოლხური ლეგენდა“ (1943-1955), „ამბავი თბილისის დაბადებისა“ (1964). ბერულავა წერდა ბავშვებისთვისაც, თარგმნის რუს და სხვა ეროვნების პოეტებს.

ბერულავას ნაწარმოები თარგმნილია უცხო ენებზე.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება