ალექსანდრე ბერულავა

ქართველი ჟურნალისტი
(გადამისამართდა გვერდიდან ბერულავა, ალექსანდრე)

ალექსანდრე (საშა) ბერულავა (დ. 11 ნოემბერი, 1945, სოხუმი, საქართველოს სსრ — გ. 27 სექტემბერი, 1993, სოხუმი, საქართველოს რესპუბლიკა) — ქართველი ჟურნალისტი, მწერალი, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურისა და სამხედრო პრესცენტრის უფროსი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა სოხუმის დაცემის დღიდან, დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად.[1]

ალექსანდრე (საშა) ბერულავა

ალექსანდრე ბერულავას ფოტოსურათი, გადაღებულია ქალაქ სოხუმში.
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1945(1945-11-11)
დაბადების ადგილი ქალაქი სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 27 სექტემბერი, 1993(1993-09-27) (47 წლის)
გარდაცვალების ადგილი ქალაქი სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს რესპუბლიკა
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი, პოლიტიკოსი
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პერიოდი 1989-1993
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (სიკვდილის შემდეგ)

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-14 საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, რომლის დასრულებისთანავე მუშაობდა გაზეთ საბჭოთა აფხაზეთში, შემდეგ კი — „აფხაზეთის რესპუბლიკაში“. აფხაზეთის შეარაღებული კონფლიქტის დროს მუშაობდა სამხედრო კორესპონდენტად, ბოლოს კი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელად.

ალექსანდრე ბერულავა აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ომის დაწყებისას, 1992 წლის 14 აგვისტოს, ქალაქის ცენტრში იგი ახალგაზრდა აფხაზმა ბოევიკებმა დაატყვევეს. გუდაუთაში სეპარატისტების ბაზაზე ხანგრძლივი წამების შემდეგ მისი განთავისუფლება მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით მოხერხდა. [1]

სოხუმის ბრძოლების დროს იმყოფებოდა ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოქცეულ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში. ქალაქის დაცემის შემდეგ გაუჩინარდა. არ ჩანს აფხაზი ოპერატორის მიერ გადაღებულ ქართველი ტყვეების წამების და დახვრეტის ფირზე. ბერულავას დარჩა მეუღლე და შვილი.

დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (2018). საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის დღეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომრებზე საუბრისას ხაზი გაუსვა ეროვნული გმირების თავდადების მნიშვნელობას თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების საქმეში. [1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება