ბერნარდ კორნუელი (ინგლ. Bernard Cornwell, დ. 23 თებერვალი, 1944) — ინგლისელი მწერალი ისტორიული რომანების ჟანრში. ის ყველაზე მეტად ცნობილია წიგნების სერიით ნაპოლეონის ომების პერიოდის ინგლისელ ჯარისკაცზე, რიჩარდ შარპზე. წიგნების მიხედვით შეიქმნა სატელევიზიო ფილმების სერია, რომელშიც მთავარ როლს შონ ბინი თამაშობს. კორნუელის სხვა ისტორიული რომანები ეხება ისეთ პერიოდებს, როგორიცაა ართურისა და ალფრედის ბრიტანეთი, ასევე ასწლიანი ომი.

ბერნარდ კორნუელი
დაბადების თარიღი 23 თებერვალი, 1944(1944-02-23)[1] [2] [3] (80 წლის)
დაბადების ადგილი ლონდონი[4]
საქმიანობა მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი და Monkton Combe School
Magnum opus Richard Sharpe
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი
საიტი bernardcornwell.net

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  2. NooSFere — 1999.
  3. Discogs — 2000.
  4. Deutsche Nationalbibliothek Record #124675263 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.