ბერლინერი (ფუნთუშა)
ბერლინერი (სრული სახელი: ბერლინერი პფაკუხენი; Berliner Pfannkuchen) - არის ტრადიციული გერმანული საკონდიტრო ნაწარმი. მას ბევრი მსგავსება აქვს დონატთან, მაგრამ ბერლინერს არ გააჩნია ხვრელი შუაში. მზადდება ტკბილი, საფუარიანი ცომის ცხიმში ან ზეთში შეწვით, ივსება მარმელადის ან მურაბის შიგთვსით და ხშირად ზედაპირზე დაფქვილი/ჩვეულებრივი შაქრით მიირთმევენ. ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, ამატებენ შოკოლადს, შამპანურს, კრემს, მოქას, ან საერთოდ არ უმატებენ შიგთავსს.
მომზადება
რედაქტირებასაფუარიან ცომს ემატება საკმაოდ დიდი რაოდენობით კვერცხი, რძე და კარაქი. ბერლინში წარმოებული კლასიკური Pfannkuchen-ისთვის ცომს ჯერ ამრგვალებენ, შემდეგ კი ღრმად წვავენ ცხიმში/ზეთში. შედეგად, ბერლინერის ცომის ერთი ნაწილი ღია ფერს მიიღებს და ამოსუქდება, მას ცხიმიდან იღებენ და მურაბით ან სხვა ინგრედიენტებით ავსებენ. სხვადასხვა შიგთავსს შესაბამის ინგრედიენტებს ურთავენ გარედენ, მაგალითად: ქლიავის შიგთავსის მქონე ბერლინერს, ზემოდან დაფქვილ შაქარს აყრიან; ჟოლოთი, მარწყვით და ალუბლით დამზადებულ ბერლინერს უბრალოდ შაქარს; ყველა სხვა შიგთავსს კი შაქარწყალს უხამებენ, ხშირად რომის არომატით. დღეს, ჩვეულებრივ, ბერლინერში შიგთავსი დიდი საკონდიტრო ნემსით შეყავთ, ცომის შეწვის შემდეგ.[1]
დღეს ბერლინელების შეძენა მთელი წლის განმავლობაში შეიძლება, თუმცა მათ ტრადიციულად მიირთმევდნენ საახალწლოდ და საკარნავალო დღესასწაულების აღსანიშნავად (Rosenmontag და Fat Tuesday). გავრცელებული გერმანული პრაქტიკული ხუმრობაა ზოგიერთი ბერლინერის ფარულად მდოგვით შევსება, ჩვეულებრივ ბერლინერებთან ერთად და მათი მიტანა გაფრთხილების გარეშე.
სახელწოდება
რედაქტირებაგერმანიის სხვადასხვა რაიონში ამ ცომეულს სხვადასხვაგვარად უწოდებენ. ჩრდილოეთ და დასავლეთ გერმანიაში და შვეიცარიაში მას Berliner Ballen ან უბრალოდ ბერლინერ ეწოდება, თავად ბერლინში ან ბრანდენბურგში მაცხოვრებლები მას Pfannkuchen-ს ეძახიან, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს "ბლინებს", ხოლო გერმანიის დანარჩენ ნაწილში მა მოიხსენიებენ როგორც Palatschinke (ან Eierkuchen, რომელიც ნიშნავს "კვერცხის ნამცხვრებს").
სლოვენიაში მას (Trojanski) krof-ს უწოდებენ; პორტუგალიაში - Bola de Berlim (ბერლინის ბურთი); ხორვატიაში - krafni; ხოლო ბოსნიასა და სერბეთში მას krofne ჰქვია. პოლონეთში ისინი ცნობილია როგორც pączki, უკრაინაში როგორც pampushky; ჩეხეთში, როგორც kobliha. უნგრეთში მას უწოდებენ bécsi fánk, რაც ნიშნავს ვენის დონატს. hillomunkki/berliininmunkki ფინეთში, berlinerbolle ნორვეგიაში, Berlinarbollur ისლანდიაში, šiška სლოვაკეთში და gogoși რუმინეთში. [2]
ჯონ კენედის ლეგენდა
რედაქტირებაჯონ კენედის სიტყვები ”Ich bin ein Berliner” სტანდარტული გერმანულის მიხედვით ნიშნავს ”მე ვარ ბერლინელი”. ურბანული ლეგენდის მიხედვით, პრეზიდენტმა განუსაზღვრელი არტიკლის, ein-ის გამოყენების გამო, შეცვალა წინდადების შინაარსი "მე ვარ ფუნთუშა" გახდა, ამ სასაცილო შეცდომას კი ბერლინის მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში იხსენებდა. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულ გერმანულში განუსაზღვრელ არტიკლს არ იყენებენ წარმომავლობის დასახასიათებლად, ეს წინადადების მნიშვნელობას თითქმის არ ცვლის და ისევ იდეალურად გასაგებია, შესაბამისად, ეს ლეგენდა მცდარია.
ამასთან, კენედიმ აქ განუსაზღვრელი არტიკლი გამოიყენა ბერლინთან მისი კავშირის ხაზგასასმელად. გარდა ამისა, ბერლინში სიტყვა ბერლინერის ნაცვლად Pfannkuchen-ს იყენებენ ამ ფუნთუშის სახელწოდებად, შესაბამისად, არცერთი ბერლინელი ბერლინერს (ქალაქს) და ბერლინერს (ფუნთუშას) ერთმანეთში არ აურევდა.[3][4][5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.germanfoods.org/consumer/facts/berlin.cfm დაარქივებული 2014-03-03 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ Meyers, June. Authentic Hungarian Heirloon Recipes Cookbook
- ↑ https://books.google.com/?id=IrK1TG34vw8C&lpg=PP1&pg=PT156#v=onepage&q= (ინგლისური)
- ↑ http://www.canoo.net/services/OnlineGrammar/Wort/Artikel/Gebrauch/ArtIndef.html დაარქივებული 2014-03-28 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ http://www.atlas-alltagssprache.de/runde-4/f03/ (ინგლისური)