ივა ბერაძე
ივა ბერაძე (დ. 28 ოქტომბერი, 1940, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1988). თბილისის საპატიო მოქალაქე (2014).
1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1964-1966 წლებში მუშაობდა ყვარელში ექიმ-ოფთალმოლოგად, 1966 წლიდან იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის (შემდგომში — სახელმწიფო სამედიცინო აკადემია) ასპირანტი, უმცროსი, შემდეგ, უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, 1988 წლიდან — თვალის სნეულებათა კათედრის გამგე. 1999-2004 წლებში — სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პრორექტორი სამეცნიერო დარგში, 2004 წლიდან — აკადემიის მაგისტრატურა-დოქტორანტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე, 1991-2000 წლებში — რესპუბლიკური ოფთალმოლოგიის ცენტრის დირექტორი.
ჯილდოები
რედაქტირება- 2000 — ღირსების ორდენი
- 2002 — საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)(მედიცინის მეცნიერებათა დარგში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის — „თვალის მიკროქირურგიის დანერგვა და განვითარება საქართველოში 1970-1999 წლებში“)