ბეჟან გონაშვილი
ბეჟან გონაშვილი (დ. 18 სექტემბერი, 1956, სოფ. არბოშიკი, წითელწყაროს რაიონი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.
ბეჟან გონაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 სექტემბერი, 1956 |
დაბადების ადგილი | არბოშიკი, წითელწყაროს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახლხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი. 1978-1993 წლებში ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას: 1978-1980 წლებში აგრონომ-ეკონომისტი, კოლმეურნეობების საქმეთა მთავარი სამმართველო, საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 1980-1981 წლებში იყო წამყვანი სპეციალისტი, ინფორმაციისა და პროგნოზირების სამმართველო, საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 1981-1987 წლებში იყო სამთაწყაროს საბჭოთა მეურნეობის დირექტორი. 1987-1989 წლებში იყო ინსტრუქტორი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტში, სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის განყოფილებაში. 1989-1990 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის წითელწყაროს რაიკომის პირველი მდივანი. 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, მაჟორიტარი, დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტია. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1995-1999 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე კახეთის მხარეში. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.