ბეჟან ბუცხრიკიძე
ბეჟან ბუცხრიკიძე (დ. 22 ივლისი, 1960, სოფ. ალისუბანი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტის (1995, 1999, 2004, 2008) წევრი.
ბეჟან ბუცხრიკიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 ივლისი, 1960 |
დაბადების ადგილი | ალისუბანი, თერჯოლის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
შვილ(ებ)ი | 2 |
ბიოგრაფია
რედაქტირება1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1983-1984 წლებში მუშაობდა სასოფლო მშენებლობის სამინისტროში. 1984-1987 წლებში კი მუშაობდა თერჯოლის რაიაღმასკომში. 1987-1990 წლებში იყო თერჯოლის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი. 1990-1995 წლებში იყო სახელმწიფო სტატისტიკის თერჯოლის განყოფილების გამგე. 1995-1999 წლებში — საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი). 1999-2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თერჯოლის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს აღორძინება“. 2002-2003 წლებში იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო 2004 წელს იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თერჯოლის მაჟორატარი). 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თერჯოლის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბეჟან ბუცხრიკიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბეჟან ბუცხრიკიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)