ბენჯამინ ბლუმი
ბენჯამინ ბლუმი (ინგლ. Benjamin Samuel Bloom; დ. 21 თებერვალი, 1913, ლანსფორდი, პენსილვანია — გ. 13 სექტემბერი, 1999, ჩიკაგო, ილინოისი) — ამერიკელი განათლების ფსიქოლოგი (1913-1999); ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ავტორი საგანმანათლებლო მიზნების ტაქსონომიის, რომელიც განსაზღვრავს აზროვნების დონეებს. მან შემოგვთავაზა კოგნიტური მიზნების იერარქია, რომელიც ექვსი ეტაპისაგან შედგება: 1. ცოდნა (ფაქტობრივი ინფორმაცია); 2. გაგება (გააზრება); 3. გამოყენება (მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენების უნარი); 4. ანალიზი (ინფორმაციის კომპონენტებად დაყოფა მოვლენის არსის წვდომის გასაადვილებლად); 5. სინთეზი (მოვლენის მთლიანობაში აღქმა); 6. შეფასება (ღირებულებითი მსჯელობები, შედარებითი შეფასებები).
ბენჯამინ ბლუმი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 21 თებერვალი, 1913[1] [2] |
დაბ. ადგილი | ლანსფორდი |
გარდ. თარიღი | 13 სექტემბერი, 1999[1] [2] (86 წლის) |
გარდ. ადგილი | ჩიკაგო |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ფსიქოლოგი, პედაგოგი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | American Educational Research Association და ჩიკაგოს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტი და ჩიკაგოს უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ტორნდაიკის ჯილდო[3] |
გააქტიურების პროცესში, ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ბლუმის თეორიის მიხედვით, ინფორმაციის ცოდნა, გაგება სწავლისთვის აუცილებელი, მაგრამ იგი არასაკმარისი პირობაა. იმისთვის, რომ მიღებული ინფორმაცია ბავშვმა განაზოგადოს და შემდგომ გამოყენება შეძლოს, აუცილებელია მისი გაგება და ანალიზი, ხოლო ახალი პროდუქტის შესაქმნელად, ახალი ცოდნის მისაღებად კი საჭიროა სინთეზისა და შეფასების გონებრივი ოპერაციების წარმოება. ცოდნა, გაგება და გამოყენება მიიჩნევა აზროვნების ქვედა, სავალდებულო დონეებად, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი — ზედა, სასურველ დონეებად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბენჯამინ ბლუმი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ https://apadiv15.org/awards/division-15-career-achievement-award/past-recipients-of-the-career-achievement-award/