ბენზილქლორიდი

არომატული ნაერთი

ბენზილქლორიდიორგანული ნაერთი, მძაფრსუნიანი, უფერო სითხე, ქიმიური ფორმულით C6H5CH2Cl. მისი დუღილის ტემპერატურაა 179,3°C. წყალში არ იხსნება, ერევა სპირტს, ქლოროფორმს და სხვა ორგანულ გამხსნელებს. წყალთან გათბობისას თანდათანობით ჰიდროლიზდება და წარმოქმნის ბენზილის სპირტს. მრეწველობაში ბენზილქლორიდს ღებულობენ ქლორის გატარებით 90-100°C გაცხელებულ ტოლუოლში, რომელიც 1%PCl3-ს შეიცავს. ბენზილქლორიდს იყენებენ ბენზილის სპირტისა და ბენზილცელულოზის მისაღებად.

ბენზილქლორიდი
ბენზილქლორიდი: ქიმიური ფორმულა
ბენზილქლორიდი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაბენზილქლორიდი
ქიმიური ფორმულაC7H7Cl
მოლური მასა126.58 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.100 /სმ³
თერმული თვისებები
დუღილის ტემპერატურა179,3 °C
კლასიფიკაცია
CAS 100-44-7
PubChem7503[1]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება