ბენედიკტა დანიელი
ბენედიკტა დანიელი (დან. Benedikte af Danmark; დ. 29 აპრილი, 1944) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ფრედერიკ IX-ისა და დედოფალ ინგრიდ შვედის შუათანა ასული. დანიის დედოფალ მარგრეტე II-ის უმცროსი და. დანიის სამეფო ტახტის რიგით მეთერთმეტე მემკვიდრე.
ბენედიკტა დანიელი | |
---|---|
წოდებები
საინ-ვიტგენშტაინ-ბერლებურგის მთავარი | |
დაიბადა |
29 აპრილი, 1944 კოპენჰაგენი, დანია |
საგვარეულო | გლიუქსბურგები |
მეუღლე(ები) | რიხარდი, საინ-ვიტგენშტაინ-ბერლებურგის მთავარი |
შვილ(ებ)ი |
გუსტავი, საინ-ვიტგენშტაინ-ბერლებურგის მთავარი ალექსანდრა, ალეფელდტ-ლაურვიგ-ბილეს გრაფინია ნატალია, იოჰანსმანის პრინცესა |
მამა | ფრედერიკ IX, დანიის მეფე |
დედა | ინგრიდ შვედი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპრინცესა ბენედიკტა დაიბადა 1944 წლის 29 აპრილს, ამალიენბორგის სასახლეში, კოპენჰაგენში. იგი იყო დანიის მეფე ფრედერიკ IX-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ინგრიდ შვედის რიგით მეორე შვილი და ქალიშვილი. იგი მამამისის გამეფებამდე სამი წლით ადრე დაიბადა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დანია ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული. დაბადებიდან მალევე, 24 მაისს იგი ლუთერანად მონათლეს, სადაც მისი ნათლიები იყვნენ დანიის მეფე კრისტიან X და დედოფალი ალექსანდრინა (ბებია-ბაბუა), დანიის პრინცი გუსტავი (ბიძა), შვედეთის მეფე გუსტავ V (ბაბუა), შვედეთის პრინცი სიგვარდი (ბიძა), დანიის პრინცესა კაროლინა მატილდა, დანიის პრინცესა ინგებორგ დანიელი, შვედეთის პრინცესა მარგარეტა დანიელი და დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ II.
1968 წელს იგი ცოლად გაჰყვა საინ-ვიტგენშტაინ-ბერლებურგის მთავარ რიხარდს, რომელთანაც სულ სამი შვილი შეეძინა, მათ შორის ორი გოგონა და ერთი ვაჟი. მთავარი რიხარდი 2017 წელს გარდაიცვალა.
1972 წელს ტახტზე ბენედიკტას და, მარგრეტე II ავიდა, რომლის შვილებისა და შვილიშვილების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ბენედიკტამ თანდათან უკან გადაიწია მემკვიდრეთა სიაში, დღეისათვის კი იგი ტახტის რიგით მეთერთმეტე მემკვიდრეა.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Johannes Burkardt und Ulf Lückel: Das Fürstliche Haus zu Sayn-Wittgenstein-Berleburg. Börde-Verlag, Werl 2005, ISBN 3-9810315-0-4