ბემბი
ბემბი (ინგლ. Bambi) — Walt Disney Productions-ის 1942 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, მეხუთე დისნეის სრულმეტრაჟიანი ანიმაციურ ფილმების სერიაში. მისი რეჟისორია დევიდ ჰენდი, ხოლოპროდიუსერი — უოლტ დისნეი. ფილმის დისტრიბუტორი RKO Radio Pictures იყო. ფილმის სიუჟეტი ეფუძნება ავსტრიელი მწერალ ფელიქს ზალტენის 1923 წელს გამოცემულ წიგნს „ბემბი. ბიოგრაფია ტყიდან“.
„ბემბი“ | |
---|---|
რეჟისორი |
მეთვალყურე: დევიდ ჰენდი სცენების რეჟისორები: ჯეიმზ ოლგარი სემიუელ არმსტრონგი გრემ ჰაიდი ბილ რობერტსი პოლ სეტერფილდი ნორმან რაიტი |
პროდიუსერი | უოლტ დისნეი |
ეფუძნება |
ბემბი. ბიოგრაფია ტყიდან — ფელიქს ზალტენი |
ისტორია |
მიმართულება პირს პირსი ადაპტირება ლარი მორი განვითარება ვერნონ სტელინგზი მელვინ შოუ კარლ ფოლბერგი ჩაკ კაუჩი რალფ რაიტი |
როლებში | იხ. ქვემოთ |
მუსიკა |
ფრენკ ჩერჩილი ედვარდ პლამბი |
სტუდია | Walt Disney Productions |
დისტრიბუტორი | RKO Radio Pictures |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 70 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 858 000 აშშ დოლარი[2] |
შემოსავალი | 267.4 მილიონი აშშ დოლარი[3] |
ფილმის მთავარი პერსონაჟები არიან: ბემბი, ირმის შველი; მისი მშობლები (ტყის დიდი უფლისწული და დედა); მისი მეგობრები — კურდღელი ბაკუნა და მყრალა „ყვავილი“, აგრეთვე ბავშვობის მეგობარი ფელინი. ამ ფილმისთვის დისნეიმ ბემბის სახეობა, ევროპული შველი, შეცვალა თეთრკუდიანი ირმით, ვინაიდან პირველი ჩრდილოეთ ამერიკაში არ ბინადრობს, ხოლო მეორე იქ უფრო გავრცელებულია. ფილმმა მიიღო ოსკარის სამი ნომინაცია - საუკეთესო ხმის (სემ სლაიფილდი), საუკეთესო სიმღერის (დონალდ ნოვისის შესრულებული „Love Is a Song“) და საუკეთესო მუსიკის კატეგორიებში.[4]
2008 წლის ივნისში ამერიკის კინოინსტიტუტმა წარმოადგენდა „ათი საუკეთესო ათეული“, რომელშიც შეტანილია იყო ათი საუკეთესო ამერიკული ფილმი ამა თუ იმ ჟანრის მიხედვით. რეიტინგში, რომელიც შედგენილი იყო 1500-ზე მეტი შემოქმედი პიროვნების გამოკითხვის მიხედვით, „ბემბიმ“ ანიმაციურ ფილმებს შორის მესამე ადგილი დაიაკავა[5] 2011 წელს ფილმების ეროვნულმა რეესტრმა „ბემბი“ აირჩია კონგრესის ბიბლიოთეკაში შესატანად, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ნამუშევარი“ [6].
ფილმის პრემიერა გაიმართა 1942 წლის აგვისტოში, ლონდონსა და ნიუ-იორკში. 858 000 აშშ დოლარის ბიუჯეტით[2], მისმა შემოსავალმა 267.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2006 წელს პირდაპირ ვიდეოზე გამოვიდა მისი გაგრძელება, „ბემბი II“.
სიმღერები
რედაქტირება- Love Is A Song
- Little April Shower
- Let's Sing A Gay Little Spring Song
- I Bring You A Song
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Bambi: Detail View. American Film Institute. ციტირების თარიღი: April 15, 2017.
- ↑ 2.0 2.1 Barrier, J. Michael (2003). „Disney, 1938–1941“, Hollywood Cartoons: American Animation in Its Golden Age. Oxford University Press, გვ. 269–274, 280. ISBN 0-19-516729-5.
- ↑ Bambi. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: January 5, 2012.
- ↑ The 15th Academy Awards (1943) Nominees and Winners. Academy of Motion Picture Arts and Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 6, 2011. ციტირების თარიღი: August 13, 2011.
- ↑ AFI's 10 Top 10. American Film Institute (June 17, 2008). ციტირების თარიღი: July 23, 2009.
- ↑ „Bambi joins Library of Congress film trove | IOL“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-04-20.