ბელონა
ბელონა (ლათ. Bellona სიტყვა Bellum - ომიდან) — ძველრომაული ომის ქალღმერთი, შედიოდა მარსის გარემოცვაში. თავდაპირველად იგი საბინური ქალღმერთი იყო. ითვლებოდა მარსის დედად, ზოგი თქმულებით კი დად ან გამზრდელად და ქვესკნელის ქალღმერთად. ძვ. წ. 458 წელს მის პატივსაცემად აიგო ტაძარი, რომელთანაც ტარდებოდა ომის გამოცხადების ცერემონია. ფეციალი ქურუმები შუბს სტყორცნოდნენ ადგილს, ომლიც მტრის მიწების სიმბოლო იყო.
ბელონა (Bellona) | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი რომის რელიგია |
ლათინური წარწერა: | Bellona |
სხვა კულტურებში: | Enyo |
სქესი: | მდედრობითი |
მამა: | იუპიტერი |
დედა: | იუნონა |
და-ძმა: | მარსი, ვულკანუსი, იუვენტა, ერისი, ლუცინა |
მეუღლე: | მარსი |
ატრიბუტები: | ლაბრისი (ორპირა ნაჯახი) |
გამოსახულებები |
ძვ. წ. I საუკუნიდან ბელონას აიგივებდნენ კაპადოკიელ ქალღმერთ მასთან და მისმა კულტმა ორგიული სახე მიიღო, რომელშიც რომის მოქალაქეებს არ შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. ბელონას უცხოეკლები ემსახურებოდნენ. ბელონას კულტი, სხვა აღმოსავლურ კულტებთან ერთად რომში III საუკუნიდან გავრცელდა, მისი ქურუმები შავ სამოსს და მაღალ ქუდებს ატარებდნენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბელონა“ ვიკისაწყობში.
- Bellona the Roman Goddess of war დაარქივებული 2019-06-13 საიტზე Wayback Machine.