ვულკანუსი
ვულკანუსი,[2] ვულკანი[3] (ლათ. Vulcanus) — რომაულ მითოლოგიაში ცეცხლის, ბოლის და ლავის ღმერთი.[4] სამჭედლო აქვს ეტნის ფსკერზე და იმისი ბოლი ამოდის კრატერიდან. ამაღლებულ ადგილზე მართავდნენ მის ზეიმს ვულკანალიებს (23 აგვისტო). მისი სახელი ეწოდა ცეცხლისმფრქვეველ მთას. რომში ვულკანუს და ვესტას პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდათ. მათ ტაძართან ხშირად სახალხო კრება და სენატის სხდომები იმართებოდა. მისი ბერძნული ანალოგია — ჰეფესტოსი, რომელიც ასევე ცეცხლის დამჭედლების ღვთაება იყო. ეტრუსკულ მითოლოგიაში ვულკანუსი გაიგივებულია სეტლანსთან.
ვულკანუსი | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი რომის რელიგია და რომაული მითოლოგია |
სხვა კულტურებში: | ჰეფესტოსი[1] და Vulcan |
სქესი: | მამრობითი |
მამა: | იუპიტერი |
დედა: | იუნონა |
მეუღლე: | ვენერა |
შვილები: | Caeculus |
გამოსახულებები |
ხელოვნებაში ვულკანუსი და მისი სამჭედლო პოპულარული თემა იყო, ძალზე ორიგინალურია ველასკესის „ვულკანის სამჭედლო“. ვულკანუსი კუნთმაგარი მაშვრალია, ხელში ურო უჭირავს, ქურასთან დგას. არაფერი ანტიკური და ციური ამ შავულვაშიან მჭედელში არაა. წელს ზემოთ შიშველი, თანაშემწეებივით, დგას გრდემლთან და აღშფოთებული უსმენს აპოლონს, რომელიც აუწყებს: შენი ცოლი აფროდიტე არეთან წევსო. არც აპოლონი ჰგავს პრაქსიტელისას. ამაოდ ასხივებს, ამაოდ ამკობს დაფნა — ჩვეულებრივი სოფლური სცენაა.
ნამდვილი მაშვრალები არიან იტალიელი ლუკა ჯორდანოს „ვულკანის სამჭედლოს“ მკერავნიც (ერმიტაჟი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Hughes J. Larousse Desk Reference Encyclopedia — The Book People, 1995. — გვ. 215.
- ↑ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბილისი, 2023, გვ. 187
- ↑ გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983, გვ. 187
- ↑ Georges Dumézil [1966] (1996). Archaic Roman Religion: Volume One, trans. Philip Krapp, Baltimore: Johns Hopkins University Press, გვ. 320–321. ISBN 0-8018-5482-2 (hbk.); ISBN 0-8018-5480-6 (pbk.) Invalid ISBN.