ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2006
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2006 — რიგით მესამე საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში. არჩევნების შედეგების თანახმად ბელარუსის პრეზიდენტის პოსტზე კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო დარჩა მოსახლეობის 84.4%-ის მხარდაჭერით.[1] ამასთან, დასავლეთელმა დამკვირვებლებმა არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) განაცხადა, რომ არჩევნებმა „ეუთოს დემოკრატიული არჩევნების ვალდებულებები ვერ დააკმაყოფილა“.[2]
| |||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||
|
კანდიდატები
რედაქტირება2006 წლის 17 თებერვალს ბელარუსის ცენტრალურმა ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სია გამოაქვეყნა:
- ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელარუსის პრეზიდენტი 1994 წლიდან, დამოუკიდებელი
- ალექსანდარ მილინკიევიჩი: ბელორუსის გაერთიანებული დემოკრატიული ძალების კანდიდატი
- სერგეი გაიდუკევიჩი: ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია
- ალიაქსანდრ კაზულინი: სოციალურ-დემოკრატიული პარტია
ყოფილი კანდიდატები
რედაქტირება- ზიანონ პაზნიაკი: კანდიდატურა მოხსნა 26 იანვარს
- ვალერი ფროლოვი: კანდიდატურა მოხსნა 1 იანვარს და მხარი დაუჭირა კაზულინს
- ალექსანდრე ვოიტოვიჩი: კანდიდატურა მოხსნა 9 იანვარს
- სერგეი სკრებეცი: კანდიდატურა მოხსნა იანვრის ბოლოს და კაზულინს დაუჭირა მხარი
შედეგები
რედაქტირება2006 წლის 19 მარტს ეგზიტპოლის შედეგებმა აჩვენა, რომ არჩევნებში მესამე ვადით ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიციის თქმით მან ეს ხმების გაყალბებით და ამომრჩევლის დაშინებით მიაღწია.[3] Gallup-ის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ბელარუსის ახალგაზრდული ორგანიზაციის კომიტეტს მთავრობა აკონტროლებს. ამავე ორგანიზაციამ არჩევნების დღესვე, საღამოს გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ ხმის მისაცემი ობიექტები 8 საათზე დაიხურა.[4]
2006 წლის 8 აპრილს ლუკაშენკო მესამე ვადით აირჩიეს და მისი ინაუგურაცია მოეწყო.
გამოხმაურება
რედაქტირებაბელარუსის მთავრობა
რედაქტირებათავდაპირველად ბელარუსის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებს არ ჩაშლიდა.[5] მაგრამ, მოგვიანებით, ხელისუფლებამ მომიტინგეთა დასაშლელად სხვადასხვა ხერხები გამოიყენა. მოგვიანებით ლუკაშენკომ განაცხადა, რომ გაიმარჯვა და „ჯინსების რევოლუცია“ დაამარცხა. მან ასევე დადო პირობა, რომ მილინკევიჩსა და კოზულინს არ დააპატიმრებდა.[6]
23 მარტს ბელორუსის საკონსტიტუციო სასამართლომ[7] ოპოზიციონერთა საჩივრები არ დააკმაყოფილა. ლუკაშენკოს ინაუგურაცია ხუთი დღის შემდეგ გაიმართა.
25 მარტს სპეცრაზმი დემონსტრანტებს დაუპირისპირდა და მათ უკან დახევა აიძულეს. რამდენიმე მათგანს ხელკეტებით გაუსწორდნენ.[8] შეტაკებების შედეგად დაიღუპა ერთ-ერთი მომიტინგე. ოთხი აფეთქება მოხდა, რომლებიც სავარაუდოდ პოლიციის მიერ ნასროლო ხელყუმბარები იყო. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ბევრი მომიტინგე დააკავეს, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე კოზულინი. ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა ალექსანდარ მილინკევიჩმა უარყო რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის პოლიციელებმა დააკავეს.
29 მარტს Gazeta.ru– მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიციის ლიდერი კოზულინი დააპატიმრეს და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბუნტის მოწყობისა და ხულიგნობისთვის. მილინკევიჩს ხულიგნობისთვის 15 დღიანი პატიომრობა შეეფარდა.[9]
Moscow News– ის თანახმად,[10] ბელარუსის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტელევიზიის ორი ჟურნალისტი მომიტინგეებმა სცემეს მინსკის ქუჩებში და მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბელორუსის პირველი სახელმწიფო არხის რეპორტიორმა მიხეილ კრისტინმა ტვინის შერყევა მიიღო, ოპერატორმა დიმიტრი ჩუმაკმა კი ხერხემლის ტრავმა. ჟურნალისტები დაშავდნენ ბელორუსის დედაქალაქში შაბათის არეულობის დროს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ ინფორმაციას ყალბი უწოდეს.
ბელარუსული ოპოზიცია
რედაქტირებაშედეგების გამოცხადების შემდეგ, მინსკში ოქტომბრის მოედანზე ხალხი შეიკრიბა, სადაც თეთ და წითელ ზოლებიან დროშას, ასევე ევროკავშირის დროშას, ასევე სახვადასხვა ქვეყნების დროშებს: უკრაინის, პოლონეთის, რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის დროშებს.
შეკრებილ დემონსტრანტთა რაოდენობა 5000-დან 10 000-მდე მერყეობდა,[11] რაც ბოლო წლებში ბელარუსში ყველაზე მასშტაბურ მიტინგს წარმოადგენდა. მეორე დღეს კარვების ბანაკი დაიდგა ოქტომბრის მოედანზე, მინსკის ცენტრში. მთავარი ოპოზიციის ლიდერები მოითხოვდნენ საპროტესტო აქციების გაგრძელებას შაბათამდე, დიდ აქციამდე, რომლის რიცხვიც ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის ჩამოყალიბების თარიღს ემთხვეოდა.[12] ამის მიუხედავად, პარასკევს ღამით სპეცრაზმელები გაგზავნეს საპროტესტო ადგილზე და დააკავეს 377 მონაწილე (460, სხვა წყაროების თანახმად), მათ შორის ჟურნალისტები.[13] დაკავებულთა უმეტესობას 5-დან 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დაკავებულებს შორის იყვნენ რუსეთის, პოლონეთის, უკრაინის, კანადისა და საქართველოს მოქალაქეები. პროტესტის შესახებ იური ჩაშჩავსკიმ დოკუმენტური ფილმი, კალინობსკის მოედანი შექმნა.[14]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Dieter Nohlen & Philip Stöver (2010) Elections in Europe: A data handbook, p262 ISBN 978-3-8329-5609-7
- ↑ Republic of Belarus Presidential Election 19 March 2006: OSCE/ODIHR Election Observation Mission Report OSCE
- ↑ „Lukashenko wins over 80% of vote - exit poll“. Interfax. 2006-03-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2021-03-29.
- ↑ Gallup/Baltic Surveys announces impossibility of independent and reliable exit polls under present conditions in Belarus :: Charter'97 :: News :: 20/03/2006. Charter97.org (2006-03-20). ციტირების თარიღი: 2011-02-14
- ↑ „Opposition Accuses Lukashenko of Manipulating Belarus Vote“. Deutsche Welle. 2006-03-19.
- ↑ Александру Лукашенко стало тесно в Белоруссии (რუსული). Izvestia. 2006-03-21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30.
- ↑ „დაარქივებული ასლი“ Мы уйдем в подполье (რუსული). Gazeta.ru. 2006-03-24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-26. ციტირების თარიღი: 2021-03-29.
- ↑ „Belarus Police Detain Many Protesters“. ABC News. 2006-03-25.
- ↑ Ксйюьемйн Ме Кчаър Ндмх Ускхцюмш - Цюгерю.Ru. Gazeta.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-08. ციტირების თარიღი: 2011-02-14
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-24. ციტირების თარიღი: 2021-03-29.
- ↑ „Belarus: Protesters Charge Fraud in Belarus Presidential Vote“. The New York Times. 2006-03-20.
- ↑ „Belarus poll rallies 'must go on'“. BBC News. 2006-03-21.
- ↑ „Belarus Police Nab 200 at Election Protest“. Yahoo! News. 2006-03-23.[მკვდარი ბმული]
- ↑ FeathersMcGraw. (2007-09-25) Citizen Feathers.: "The Square" by Yury Khashchavatski. Feathersblog.blogspot.com. ციტირების თარიღი: 2011-02-14