ბეთიულ ქაჩარი
ბეთიულ ქაჩარი (თურქ. Betül Kaçar; დ. 1983) — თურქი-ამერიკელი ასტრობიოლოგი მედისონში უისკონსინის უნივერსიტეტის დოცენტი. ხელმძღვანელობს NASA-ს ასტრობიოლოგიური კვლევის ცენტრს, რომლის საქმიანობას წარმოადგენს სიცოცხლის არსებითი ატრიბუტების, მისი წარმოშობის შესწავლა.[1]
ბეთიულ ქაჩარი | |
---|---|
თურქ. Betül Kaçar | |
დაბ. თარიღი | 1983 |
დაბ. ადგილი | სტამბული, თურქეთი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
საქმიანობა | ასტრობიოლოგია |
მუშაობის ადგილი |
უისკონსინის უნივერსიტეტი
|
ალმა-მატერი |
ემორის უნივერსიტეტი მარმარას უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
განათლება და კარიერა
რედაქტირებაბეთიულ ქაჩარი დაიბადა სტამბოლში. ის იყო პირველი ქალი იყო ოჯახში, რომელმაც მიიღო ფორმალური განათლება. სწავლობდა ქიმიას მარმარას უნივერსიტეტში. მიიღო ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტური სტიპენდია ზაფხულში ემორის უნივერსიტეტში ორგანულ ქიმიაში კვლევების ჩასატარებლად. [2] ბეთული 2004 წელს დაბრუნდა ემორის უნივერსიტეტში და საბოლოოდ, 2010 წელს გახდა დოქტორის ხარისხის მფლობელი ბიომოლეკულურ ქიმიაში ფერმენტების სტრუქტურასა და ფუნქციას შორის ურთიერთობის სფეროში. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ ქაჩარი სიცოცხლის წარმოშობის შესწავლაზე გადავიდა. 2010 წელს გახდა NASA-ს სტიპენდიატი ჯორჯიის ტექნოლოგიების ინსტიტუტში.[3] ბეთიულ ქაჩარი 2011 წელს გახდა NASA-ს სტიპენდიატი და 2013 წელს მიიღო დაფინანსება NASA-ს ასტრობიოლოგიის ინსტიტუტისა და ეგზობიოლოგიის დეპარტამენტისგან. 2014 წლიდან ჰარვარდის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა დამოუკიდებელ კვლევით ჯგუფს ორგანული და ევოლუციური ბიოლოგიის დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომლის რანგში. 2015 წელს მიიღო ტემპლტონის სახელობის სტიპენდია და გახდა Harvard Origins ინიციატივის წევრი. 2019 წელს ქაჩარი დაინიშნა NASA-ს ადრეული კარიერის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლად. 2020 წელს მიიღო Scialog სტიპენდია კვლევისთვის სამყაროში სიცოცხლის შესახებ Research Corporation and Science Advancemen-ისგან.[4][5]
კვლევები
რედაქტირებაქაჩარის კვლევა მოიცავს სიცოცხლის წარმოშობას, ადრეულ ევოლუციას, სამყაროში სიცოცხლეს და ევოლუციის მოლეკულური მექანიზმების გაგების საშუალებას. ამჟამად ხელმძღვანელობს NASA-ს ასტრობიოლოგიის ცენტრს მოლეკულურ პალეობიოლოგიაში, იკვლევს უცხო პლანეტებს და უძველეს სიცოცხლეს. ბეთიულ ქაჩარი პირველი თურქი ქალი და ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერია, რომელიც ხელმძღვანელობს NASA-ს კვლევით ცენტრს. მან პირველმა აღადგინა უძველესი გენი თანამედროვე მიკრობული გენომის ფარგლებში. თანამედროვე კომპონენტების ევოლუციური ისტორიის რეკონსტრუქციით და შესწავლით შემოიღო ტერმინი „პალეოფენოტიპი“, შემდეგ დააკავშირა მათი ფენოტიპები ბიოსიგნატურებთან, კლდის ჩანაწერებზე ცვლილებების გასაგებად, შესაბამისად, გეოლოგიურ და ეკოლოგიურ კონტექსტში. 2020 წელს მან წამოაყენა წინადადება პრებიოტიკური ქიმიის, პროტოსპერმიის შესაძლო გამოყენების შესახებ, ქიმიური კომპონენტების გაგზავნით, რომლებსაც შეუძლიათ სიცოცხლის წარმოქმნა სხვა პლანეტარულ სხეულში. მისმა კვლევითმა ჯგუფმა განსაზღვრა "ევოლუციური გაჩერება", როგორც ევოლუციური მექანიზმი, რომელიც ხელს უშლის მოდულს მიაღწიოს მწარმოებლურობის ლოკალურ პიკს და ამით აკისრებს გენეტიკურ ტვირთს, ანუ ორგანიზმი, რომელიც შეჩერებული მოდულის მატარებელია, შეგუებისას დანახარჯს განიცდის იმ ორგანიზმთან შედარებით, რომლის მოდულის მწარმოებლურობა ოპტიმალურია.[6][7]
ბეთიულ ქაჩარი უისკონსინში მედისონის უნივერსიტეტის ბაქტერიოლოგიის კათედრის პროფესორია. ასევე არის ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტში დედამიწისა და სიცოცხლის მეცნიერებების ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. მას უწოდებენ NASA-ს ასტრობიოლოგიის ინსტიტუტის "გამოჩენილ წევრს". წამყვანი მკვლევარის რანგში მიიღო გრანტი 9 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსებით.[8][9]
საზოგადოებრივი საქმიანობა
რედაქტირებაბეთიულ ქაჩარი ერთადერთი ასტრობიოლოგიური მასობრივი საინფორმაციო ქსელ SAGANet-ის თანადამფუძნებელია, რომელიც სამსახურს უწევს მასწავლებლებსა და სტუდენტებს ასტრობიოლოგიურ კვლევებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2011 წელს ქაჩარი გახდა Blue Marble Space Science Institute-ის წევრი.[10] მანამდე მუშაობდა ELSI Origins Network-ის გლობალური მეცნიერების კოორდინატორად, რომელიც მიზნად ისახავს გააფართოვის ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევარების მონაწილეობა სიცოცხლის წარმოშობის სფეროში. 2020 წელს SXSW-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, ახალგაზრდა მეცნიერმა განიხილა უცხო პლანეტებზე სიცოცხლის ძიების საკითხი.[11] 2020 წელს ბეთიულ ქაჩარი გახდა „გაერო—ქალები თაობათა თანასწორობისთვის“ კომპანიის პარტნიორი, რათა მხარი დაეჭირა მთელ მსოფლიოში გოგონებისა და ქალთა განათლებისთვის.[12][13]
ჯილდოები
რედაქტირებამეცნიერის პატივსაცემად ასტრონომების მიერ 2010 წელს WISE კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით აღმოჩენილ ასტეროიდს უწოდეს 284919 ქაჩარი.[14]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Betul Kacar". edwards.oeb.harvard.edu. Archived from the original on 31 March 2018. Retrieved 30 March 2018.
- ↑ Nasa Astrology. (8 September, 2017) Early Career Spotlight Series: Dr. Betul Kacar retrieved 30 March 2018
- ↑ TOA, Admin. "Betül Kacar Invokes the Past in Modern Bacteria". Retrieved 30 March 2018.
- ↑ "An Interview with Betul Kacar, a PhD student at Emory University". Extreme Biology. 19 January 2009. Retrieved 30 March 2018.
- ↑ "The Scientist is In: Dr. Betul Kacar". The Smithsonian Institution's Human Origins Program. 1 December 2010. Retrieved 30 March 2018.
- ↑ "Betul Kacar". edwards.oeb.harvard.edu. Archived from the original on 31 March 2018. Retrieved 30 March 2018.
- ↑ "Betul Kacar". scholar.harvard.edu. Retrieved 30 March 2018.
- ↑ "Scialog: Signatures of Life in the Universe Fellows Named".[მკვდარი ბმული] rescorp.org. Retrieved 6 February 2021.
- ↑ "NASA Astrobiology web". www.nasa.gov. 9 November 2020. Retrieved 6 February 2021.
- ↑ "Betul Kacar – Blue Marble Space Institute of Science". www.bmsis.org. Retrieved 30 March 2018.
- ↑ "SXSW Wonder House". sxsw.arizona.edu/betul-kacar.
- ↑ "I am Generation Equality: Betul Kacar, astrobiologist in search of life in the Universe".[მკვდარი ბმული] eca.unwomen.org. Retrieved 6 February 2021.
- ↑ "A hub for origins of life studies, Astrobiology Magazine". www.astrobio.net. Retrieved 6 February 2021.
- ↑ "284919 Kaçar". Minor Planet Center. Retrieved 10 November 2021.