ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი
ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი (იაპონ. 東京工業大学, არაფორმალურად ტოკიო ტექი, ტოკადაი) ― ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი დიდი ტოკიოს ტერიტორიაზე, იაპონიაში. ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი უდიდესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა იაპონიაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ერთ-ერთია ხუთ ეროვნულ უნივერსიტეტს შორის და იაპონიის მთავრობის მიერ ტოპ გლობალური საუნივერსიტეტო პროექტისთვისაა შერჩეული. მიიჩნევა იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად.
国立大学法人東京工業大学[1] | |
---|---|
დაფუძნდა | მაისი, 1881, 1929 და მაისი, 1949 |
ტიპი | university in postwar Japan, კვლევითი ინსტიტუტი, ტექნოლოგიის ინსტიტუტი და სამეცნიერო გამომცემლობა |
თავმჯდომარე | Kazuya Masu[2] |
სტუდენტი | 10 500[3] |
მისამართი | אוקאיאמה, סוזוקקדאי וטמאצ'י, מטרופולין טוקיו |
ქვეყანა | იაპონია |
ფერები | royal blue[4] |
კავშირები | ORCID[5] [6] და Open Education Global[7] |
https://www.titech.ac.jp/ |
ინსტიტუტის მთავარი კამპუსი ოოკაიამაზე, მეგუროსა და ოტის საზღვარზე მდებარეობს. მთავარი შესასვლელი ოოკაიამის სადგურიდანაა. სხვა კამპუსები მდებარეობს სუძუკაკედაისა და ტამაჩიში. ინსტიტუტს ექვსი სკოლა აქვს, რომლებიც 40 დეპარტამენტსა და კვლევით ცენტრებს მოიცავს.[8]2015-2016 სასწავლო წელს ინსტიტუტში 4 734 ბაკალავრი და 1464 მაგისტრი და დოქტორანტი სწავლობდა.[9] ინსტიტუტში 1 100 ადამიანია დასაქმებული. ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი დაამთავრა ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ჰიდეკი შირაკავამ.
ისტორია
რედაქტირებადაარსება და ადრეული წლები (1881-1922)
რედაქტირებატოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი იაპონიის მთავრობამ მეიძის რესტავრაციიდან 14 წლის შემდეგ, 1881 წლის 26 მაისს დააარსა როგორც ტოკიოს საზაფხულო სკოლა. დასავლეთთან დაწევის მიზნით, მთავრობა იმედოვნებდა, რომ სკოლა ახალ თანამედროვე ხელოსნებსა და და ინჟინრებს გაზრდიდა. 1890 წელს მას ტოკიოს ტექნიკური სკოლა, ხოლო 1901 წელს ტოკიოს უმაღლესი ტექნიკური სკოლა ეწოდა.
კანტოს დიდი მიწისძვრა და მეორე მსოფლიო ომი (1923-1945)
რედაქტირებაადრეულ წლებში სკოლა კურამაეში, დიდი ტოკიოს ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა, სადაც შიოგუნთა ხანიდან მოყოლებული ხელოსანთა მაღაზიები მდებარეობდა. კურამაეს კამპუსის შენობები 1923 წელს კანტოს დიდი მიწისძვრის დროს განადგურდა. მომდევნო წელს ტოკიოს უმაღლესი ტექნიკური სკოლა კურამაედან დღევანდელ ადგილას, ოოკაიამაში, დიდი ტოკიოს სამხრეთ გარეუბანში გადაიტანეს. 1929 წელს სკოლას ტოკიოს ინჟინერიის უნივერსიტეტი ეწოდა, ხოლო 1946 წელს დღევანდელი სახელი, ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი მიიღო[10] და ეროვნული უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. 1934 წელს უნივერსიტეტს სამშენებლო მასალების კვლევითი ლაბორატორია ჰქონდა, ხოლო 5 წლის შემდეგ რესურსების უტილიზაციის კვლევითი ლაბორატორია და ზუსტი მანქანა-დანადგარების კვლევითი ლაბორატორია დაემატა. 1943 წელს შეიქმნა კერამიკული მრეწველობის კვლევითი ლაბორატორია, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე საწვავის მეცნიერების კვლევითი ლაბორატორია და ელექტრონიკის კვლევითი ლაბორატორია დაარსდა.
კამპუსები
რედაქტირებატოკიოს ტექნოლოგიის უნივერსიტეტს სამი კამპუსი აქვს: ოოკაიამის კამპუსი ოოკაიამა-მეგუროში, რომელიც მთავარი კამპუსია, ტამაჩის კამპუსი შიბაურაში და სუზუკაკედაის კამპუსი მიდორი-კუში, იოკოჰამაში.
ორგანიზაცია
რედაქტირებატოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტს 6 სკოლა, რამდენიმე დეპარტამენტი და ლიბერალურ ხელოვნებათა ინსტიტუტი აქვს.[11] მეცნიერების სკოლა მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და დედამიწისა და პლანეტარული მეცნიერებების დეპარტამენტებს მოიცავს. ინჟინერიის სკოლა მექანიკური ინჟინერიის, სისტემებისა და კონტროლის ინჟინერიის, ელექტრონული და ელექტროინჟინერიის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინჟინერიის, სამრეწველო ინჟინერიისა და ეკონომიკის დეპარტამენტებს მოიცავს. სიცოცხლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სკოლა ამავე სახელწოდების დეპარტამენტითაა წარმოდგენილი. გამოთვლის სკოლა ორ: მათემატიკური და გამოთვლითი მეცნიერებების და კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტს მოიცავს. გარემოსა და საზოგადოების სკოლის დეპარტამენტებია: არქიტექტურისა და სამშენებლო ინჟინერიის, სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის, ტრანსდისციპლინური მეცნიერებისა და ინჟინერიის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ტექნოლოგიური ინოვაციური მენეჯმენტის, ინოვაციურ მეცნიერებთა დეპარტამენტები.
ტოკიოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კვლევითი ლაბორატორიებია: ქმიური რესურსების ლაბორატორია, ზუსტი და სადაზვერვო ლაბორატორია, მასალებისა და სტრუქტურების ლაბორატორია, ბირთვული რეაქტორების კვლევითი ლაბორატორია, კვანტუმ ნანო ელექტრონიკის კვლევითი ცენტრი,[12] დედამიწისა და სიცოცხლის მეცნიერების ინსტიტუტი.
რეიტინგი
რედაქტირებატოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად ითვლება. 2021 წელს Times Higher Education-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი მეორე ადგილზე დასახელდა იაპონიის უნივერსიტეტებს შორის.[13] ამავე წელს QS-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში ინსტიტუტი მე-3 ადგილზე გავიდა.[14] 2011 წელს Score-navi-ის მიხედვით ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი ინჟინერიის სფეროში მე-2 საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა.[15]
2011 წელს QS-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი იაპონიის მესამე საუკეთესო, ხოლო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სფეროში მსოფლიოში მე-20 და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში 51-ე საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა მსოფლიოს მასშტაბით.[16] 2011 წელს უნივერსიტეტების გლობალურ რეიტინგში ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი 31-ე ადგილზე გავიდა.[17]
კვლევითი რეიტინგი
რედაქტირებატოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი ერთ-ერთი უმთავრესი კვლევითი ინსტიტუტია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიის დარგში იაპონიის მასშტაბით. Thomson Reuters-ის მიხედვით ინსტიტუტის კვლევითი სტანდარტი განსაკუთრებით მაღალია მასალათმცოდნეობაში (მე-5 ― იაპონიაში, 24-ე ― მსოფლიოში), ფიზიკასა (მე-5 ― იაპონიაში, 31-ე ― მსოფლიოში) და ქიმიაში (მე-5 იაპონიაში, 22-ე ― მსოფლიოში).[18]
გალერეა
რედაქტირება-
სუზუკაკედაის კამპუსი ღამით
-
სუზუკაკედაის კამპუსი ღამით
-
სუზუკაკედაის კამპუსი ღამით
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.titech.ac.jp/public-relations/about/overview/rules
- ↑ https://www.titech.ac.jp/about/overview/board/mishima.html
- ↑ http://www.eduplan.titech.ac.jp/w/pdf/4-12_nyuugakuteiintou(2019).pdf
- ↑ https://www.titech.ac.jp/public-relations/about/overview/logo/color
- ↑ https://orcid.org/members/001G000001sjH7ZIAU-tokyo-institute-of-technology
- ↑ https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
- ↑ https://web.archive.org/web/20230322221352/https://www.oeglobal.org/about-us/members-list/
- ↑ the number of undergraduates and departments of Tokyo Tech დაარქივებული September 29, 2011, საიტზე Wayback Machine. facts and stats
- ↑ Data Book 2015-2016, by the TIT
- ↑ 東工大の英語名称の変遷.
- ↑ Tokyo Institute of Technology — Schools, Departments, and Institute for Liberal Arts en. ციტირების თარიღი: 2022-08-28
- ↑ Welcome to QNERC. Pe.titech.ac.jp. ციტირების თარიღი: November 26, 2011
- ↑ The Times Higher Education Japan University Rankings 2021 (March 8, 2021).
- ↑ QS World University Rankings, Japan.
- ↑ score navi rankings by field. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 11, 2012. ციტირების თარიღი: August 20, 2012
- ↑ QS Topuniversities in – 2011. Topuniversities.com. ციტირების თარიღი: June 26, 2012
- ↑ globaluniversitiesranking.org. globaluniversitiesranking.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 27, 2011. ციტირების თარიღი: November 26, 2011
- ↑ Thomson Reuters 20 Top research institutions in Japan ja. Thomson Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 13, 2011. ციტირების თარიღი: ნოემბერი 7, 2022. (this ranking includes non-educational institutions)