ბედისწერის მთა, ანუ ამონ ამართი, იგივე ოროდრუინი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში — ვულკანური მთა მორდორში.

ისტორიარედაქტირება

როდესაც საურონი მორდორში დასახლდა, ყველაზე მეტად ოროდრუინი მოეწონა. მის ცეცხლს იყენებდა სხვადასხვა სამჭედლო სამუშაოში და ჯადოსნობისას. ასეთი სამუშაოს ყველაზე ცნობილი შედეგია ერთი ბეჭედი.

მთა ამოიფრქვა მეორე ეპოქის 3429 წელს, რაც ნიშნავდა, რომ საურონი გონდორის აღებას აპირებდა. მან შეიძინა სახელი „ამონ ამართი“ (Amon Amarth, ბედისწერის მთა).

მესამე ეპოქის 2954 წელს მან კვლავ გაიღვიძა და ითილიენის უკანასკნელი მაცხოვრებლები გადავიდნენ ანდუინზე. ამ დროიდან მოყოლებული მთა ხშირად აფრქვევდა ცეცხლს.

ბეჭდის საძმო ამოცანას წარმოადგენდა ბეჭდის განადგურება ამ მთაში. საურონის დამარცხების შემდეგ იგი დაინგრა[1].

ეტიმოლოგიარედაქტირება

ბედისწერის მთა არის ვესტრონზე სახელწოდების „Amon Amarth“ თარგმანი (ასე მას, პირველ რიგში, გონდორში იცნობდნენ).

სქოლიორედაქტირება

  1. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1955), მეფის დაბრუნება, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), "კორმალენის მინდორი", ISBN 0-395-08256-0