ბეა ართური
ბეატრის ართური (ინგლ. Beatrice Arthur; დ. 13 მაისი, 1922 — გ. 25 აპრილი, 2009) — ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი. ართურმა სამსახიობო კარიერა 1947 წელს, სცენაზე დაიწყო. მან 1966 წელს მიუზიკლში, ''მამი''-ში ნათამაშები ვერა ჩარლზის როლით, მოიგო ტონის პრემია მიუზიკლის საუკეთესო გამორჩეული მსახიობი ქალის კატეგორიაში. მან ითამაშა მოდ ფინდლი გასული საუკუნის 70-იანი წლების სიტკომში „ყველაფერი ოჯახში“, რომელშიც გამოჩნდა 1971–1972 წლებში, ხოლო მოდ ფინდლის როლს ასრულებდა 1972 წლიდან 1978 წლამდე. დოროთი ზბორნაკის როლი მოირგო 1980-იან და 1990-იანი წლების სიტკომში, ''ოქროს გოგონები'' (1985-1992). მან მოდ ფინდლის როლით და ''ოქროს გოგონებში შესრულებული როლებით, მოიგო ემი ჯილდოები. გარდა ამისა, გადაღებულია ფილმებშიც, მათ შორისაა: საყვარლები და სხვა უცხოები (1970) და ''მამი'' (1974). 2002 წელს იგი თამაშობდა შოუში ''ბეა ართური ბროდვეიზე: უბრალოდ მეგობრებს შორის''.
ბეა ართური | |
---|---|
ართური 1973 წელს, მოდ ფინდლის როლში | |
დაბადების სახელი | ბერნის ფრანკელი |
დაბადების თარიღი |
13 მაისი, 1922 ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
25 აპრილი, 2009 (86 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, კომიკოსი, მომღერალი, აქტივისტი |
აქტიური | 1947-2008 |
მეუღლე(ები) |
რობერტ ალან აურტური (იქ. 1947–50) ჯინ საქსი (იქ. 1950–78) |
შვილ(ებ)ი | 2 |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაცნობილი ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ბეა ართური დაიბადა 1922 წლის 13 მაისს, ბრუკლინში, ნიუ-იორკში, აშშ-ში. დაიბადა ბერნიზ ფრანკელის სახელით. იყო ავსტრალიაში დაბადებული რებეკას და პოლონეთში დაბადებული ფილიპ ფრანკელის ქალიშვილი. გაიზარდა ებრაულ ოჯახში. ჰყავდა ერთი უფროსი და, გერტრუდი და უმცროსი და, მარიანა.
1933 წელს ფრანკელების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კემბრიჯში, მერილენდში, სადაც შემდეგ მისმა მშობლებმა მუშაობა ქალის ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყეს. 16 წლის ასაკში ფრანკელს განუვითარდა სერიოზული დაავადება, სახელწოდებით კოაგულოპათია, რომლის დროსაც სისხლი არ შედედდებოდა. მისი ჯანმრთელობით შეშფოთებულმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ის სწავლის ბოლო ორი წლისთვის გაეგზავნათ, ლინდენ ჰოლის გოგონათა სკოლაში, პენსილვანიის ქალაქ ლიტიცში. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან ერთი წელი ისწავლა „ბლექსტოუნის გოგონების კოლეჯში“, ბლექსტოუნში, ვირჯინიის შტატში.
მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს ჩაირიცხა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქალთა რეზერვის ერთ-ერთ პირველ წევრად. ტრენინგის შემდეგ, ვაშინგტონში, საზღვაო ძალების შტაბში, დაიწყო საბეჭდ მანქანაზე მუშაობა. 1943 წლის ივნისში, საზღვაო ქვეითთა კორპუსმა მიიღო მისი გადაცემის მოთხოვნა საავტომობილო ტრანსპორტის სკოლაში, ბანაკში, ჩრდილოეთ კაროლინაში. ართური შემდეგ, 1944-1945 წლებში მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად, ჩერი პოინტში, ჩრდილოეთ კაროლინაში. იგი საპატიოდ გაათავისუფლეს შტაბის სერჟანტის წოდებით, 1945 წლის სექტემბერში. [1]
საზღვაო ქვეითებში მსახურობის შემდეგ, ბეა ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა, „ფრანკლინის ინსტიტუტში“, ფილადელფიაში. სადაც გახდა ლიცენზირებული სამედიცინო ტექნიკოსი. [2] 1947 წელს ჩაირიცხა ნიუ-იორკის ''დრამის სკოლაში''. იმავე წელს, იგი დაქორწინდა რობერტ ალან აურტურზე. ისინი განქორწინდნენ სამი წლის შემდეგ, თუმცა იგი მეუღლის გვარზე დარჩა.
კარიერა
რედაქტირება1947 წლიდან ბეატრის ართური სწავლობდა ნიუ-იორკის ახალი სკოლაში, მასთან ერთად სწავლობდა გერმანელი რეჟისორი, ერვინ პოსკარტონი. ართურმა სამსახიობო კარიერა 40-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როგორც თეატრალური ჯგუფის წევრმა. სცენაზე მან ითამაშა რამდენიმე როლი, მათ შორისაა ლუსი ბრაუნი 1954 წლის მარკ ბლიტზსტინის პრემიერაში, ''Threepenny Opera''. 1957 წელს ნადინ ფეზერის როლი მოირგო ჰერმან უოკის სპექტაკლში, ''ბუნების გზა'', სპექტაკლი დაიდგა „კორონეტის თეატრში“. 1964 წელს იენტ მეტჩმეიკერი ითამაშა ბროდვეის თეატრში, სპექტაკლში, ''Fiddle on the Roof'',
ართურმა მიიღო ვერა ჩარლის მეორეხარისხოვანი როლი, მიუზიკლში, ''მამი'', რისთვისაც მან დიდი მოწონება დაიმსახურა. იმავე წელს მოიგო ტონის პრემია საუკეთესო რჩეული მსახიობი ქალისთვის. მან 1974 წელს, ვერა ჩარლის როლი ხელმეორედ ითამაშა მიუზიკლის წარუმატებელ კინოვერსიაში. 1981 წელს იგი გამოჩნდა ვუდი ალენის ფილმში, ''მცურავი ნათურა'' . [3]
მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში 1994 წელს, კრაკენტორპის ჰერცოგინიას, როლი შეასრულა, გაეტანო დინიცეტის La fille du régiment-ში. [4] 1995 წელს ლოს-ანჯელესში მან რენე ტეილორთან და ჯოზეფ ბოლონიასთან ერთად ითამაშა ბერმუდის გამზირის სამკუთხედში.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაართური ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ქორწინება შედგა 1947 წელს, სამხედრო სამსახურში ყოფნის შემდეგ, როდესაც მან იქორწინა რობერტ ალან აურტურზე, [5] რომელიც მოგვიანებით გახდა სცენარისტი და პროდიუსერი. ისინი სამი წლის შემდეგ, 1950 წელს განქორწინდნენ, თუმცა ბეამ დაიტოვა მეუღლის გვარი, ოდნავ შეცვლილი მართლწერით. რობერტ აურტურზე განქორწინებიდან მალევე იქორწინა რეჟისორ ჯინ საქსთან, რომელთანაც მას ორი ვაჟი ეყოლა, მსახიობი მეთიუ (დაიბადა 1961 წელს) და სცენის დიზაინერი დანიელი (დაიბადა 1964 წელს). ის და ჯინ საქსი ქორწინებაში 1978 წლამდე დარჩნენ. [6]
1972 წელს იგი საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში. გაყიდა მისი ბინა ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის-დასავლეთში და ასევე მისი აგარაკი ბედფორდში, ნიუ-იორკში. [7] 2003 წლის ინტერვიუში, როდესაც იგი ლონდონში იმყოფებოდა, მან აღწერა დედაქალაქი ბრიტანეთი, როგორც „მისი საყვარელი ქალაქი მსოფლიოში“.
მისი მეგობრების აზრით იგი ინტროვერტი ქალი იყო. [8] ბეა ართური გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი საკუთარ სახლში, ლოს-ანჯელესის ბრენტვუდის რაიონში, 2009 წლის 25 აპრილს. [9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბეა ართური კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ბეა ართური — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb) (ინგლისური)
- ბეა ართური — Internet Off-Broadway Database
- Bea Arthur Interview, emmytvlegends.org; accessed June 13, 2014.
- Bea Arthur profile, Comedy Hall of Fame website; accessed June 13, 2014.
- Beatrice Arthur at the University of Wisconsin's Actors Studio audio collection; accessed June 13, 2014.
- Beatrice Arthur profile by Kirsten Fermaglich, Jewish Women Encyclopedia; accessed June 13, 2014.
- N.Y. Times obituary, April 26, 2009; accessed June 13, 2014.
- "Huffington Post" obituary; April 25, 2014; accessed June 13, 2014.
- "Beatrice Arthur: A towering comedic talent from another era", L.A. Times, August 27, 2009; accessed June 13, 2014
- Entertainment Weekly article about her death, ew.com; accessed June 13, 2014.
- Beatrice Arthur obituary, Daily Telegraph; accessed June 13, 2014.
- ბეა ართური — Find a Grave-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ #VeteranOfTheDay Marine Veteran Bea Arthur en-US (March 3, 2020). ციტირების თარიღი: March 14, 2020
- ↑ „Bea Arthur (1926–2009)“. jewishvirtuallibrary.org. ციტირების თარიღი: September 14, 2018."Bea Arthur (1926–2009)". jewishvirtuallibrary.org. Retrieved September 14, 2018.
- ↑ Bea Arthur. Playbill.com. Playbill, Inc. ციტირების თარიღი: November 15, 2013
- ↑ „Obituaries: Actors Dom DeLuise and Beatrice Arthur; mezzo Margreta Elkins; soprano Anne Brown, Gershwin's original Bess; composer Lukas Foss dies at eighty-six“. Opera News. 74 (1). July 2009. ციტირების თარიღი: December 28, 2010. (ფასიანი რეგისტრაცია)
- ↑ Her Marine Corps records are available for perusal at the National Archives and Records Administration website
- ↑ Hall, Jane (January 6, 1986). „Sex and the Senior Girls: NBC's Golden Girls Are the Toast of TV with Their Mid-Life Miami Spice“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 21, 2016. ციტირების თარიღი: November 15, 2013.
- ↑ Moritz, Charles (editor) (1973) "Arthur, Beatrice", Current Biography Yearbook, 1973 H. W. Wilson, New York, pp. 17–20, page 20; ISBN 0-8242-0543-X
- ↑ Betty White, Rue McClanahan Recall 'Shy' Bea Arthur. ციტირების თარიღი: July 31, 2017
- ↑ Beatrice Arthur, 'Golden Girls' star, dies at 86. ციტირების თარიღი: July 20, 2015