ბაჰრეინის საგარეო ურთიერთობები

ბაჰრეინი რეგიონულ პოლიტიკაში ზომიერ როლს თამაშობს და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობასა და პალესტინელთა უფლებებთან დაკავშირებით არაბული ლიგის ხედვებს იზიარებს. 1971 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბაჰრეინმა მეგობრული ურთიერთობები შეინარცუნა მის მეზობლებთან და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან. იგი მეზობელ სახელმწიფოოებთან დაახლოების პოლიტიკას უჭერს მხარს და უთანხმოებების აღმოფხვრას ცდილობს.

სახელმწიფოები, რომლებთანაც ბაჰრეინს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

ბაჰრეინი სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრია დაფუძნების დღიდან. ბაჰრეინის მიერ გატარებული პოლიტიკა ეკონომიკური განვითარებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ზუსტად შეესაბმება. 1994 წლის დეკემბერში ბაჰრეინმაც დაუჭირა მხარი სპარსეთის ყურის სახელმწიფოთა გადაწყვეტილებას ისრაელის წინააღმდეგ მეორეული და მესამეული ბოიკოტების შეწყვეტის შესახებ. ხშირ შემთხვევაში ბაჰრეინი სპეციალურ ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებებს დებს.

ბაჰრეინის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინსიტრი აბდულათიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანია.[1]

ისტორია რედაქტირება

 
სალმან ბინ ჰამად ალ ხალიფა საუდის არაბეთის მეფესთან, იბნ საუდთან ერთად

1990-1991 წლებში სპარსეთის ყურის ომის დროს ბაჰრეინი ქუვეითის განმათავისუფლებელი კოალიციის წევრი იყო. ბაჰრეინელ, სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებისა და აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავებს ერაყზე საჰაერო თავდასხმები შეიხ ისას ავიაბაზიდან მიჰქონდატ, ხოლო კოალიციის სამხედრო-საზღვაო ძალები მანამის ირგვლივ ოპერირებდნენ. ერაყმა ბაჰრეინზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა.[2] ბაჰრეინელი სტუდენტების ნაწილი, რომელიც ერაყსა და ქუვეითში სწავლობდა, ომის დროს დაიკარდა და სადამ ჰუსეინის საიდუმლო პოლიციის მსხვერპლებად მიიჩნევიან.

ქუვეითის განთავისუფლების შემდეგ ბაჰრეინსა და აშშ-ს შორის კავშირები კიდევ უფრო გამყარდა 1991 წლის ოქტომბერსი ათწლიან შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ, რის შემდეგაც აშშ-ის სამხედრო ძალებს ბაჰრეინის დაწესებულებებზე წვდომისა და სამომავლო კრიზისების დროს ბაჰრეინში საომარი მასალის განთავსების უფლება მიენიჭათ. 1995 წლის ივლისში სპარსეთის ყურეში აშშ-ის მეხუთე ფლოტი შევიდა, რომელთა შტაბ-ბინაც მანამაშია განლაგებული. 2003 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ უოლკერ ბუშმა ნატოს არაწევრ მთავარ მოკავშირედ გამოაცხადა.[3]

2006 წელს ბაჰრეინი გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის ხელმძღვანელი იყო და ასამბლეის პრეზიდენტად ჰაია რაშიდ ალ-ხალიფა აირჩია, რომელიც პირველი ქალი იყო ახლო აღმოსავლეთიდან და მესამე მთელი მსოფლიოდან, ვინც ეს პოზიცია დაიკავა. ჰაია რაშიდ ალ-ხაიფა წამყვანი ბაჰრეინელი იურისტი და ქალთა უფლებების დამცველია.

ორმხრივი ურთიერთობები რედაქტირება

 
ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას

ბაჰრეინსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები 1996 წლის ოქტომბერში, ხოლო აზერბაიჯანთან იმავე წლის ნოემბერში დამყარდა.[4]

ბაჰრეინსა და ბელიზს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2005 წლის 10 დეკემბერს დამყარდა.[5] ბაჰრეინის საელჩო მდებარეობს ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში, ხოლო ბრაზილიის საელჩო ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაშია განთავსებული.

ბაჰრეინს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული საფრანგეთთან. მისი საელჩო პარიზში, ხოლო საფრანგეთის საელჩო ბაჰრეინში მანამაშია განლაგებული.

ბაჰრეინის ახლო მოკავშირეა ინდოეთი. ბაჰრეინი მხარს უჭერს ინდოეთის როლის ზრდას საერთაშორისო საკითხებში. ბევრი მოწინავე ბაჰრეინს ჰქონდა ახლო კავშირები ინდოეთთან: პოეტი და კონსტიტუციონალისტი იბრაჰიმ ალ-არაიედი მუმბაიში გაიზარდა; XVII საუკუნის ბაჰრეინელი თეოლოგები შეიხ სალიჰ ალ-ქარზაქანი და შეიხ ჯაფარ ბინ ქამალ ალ-დინი მნიშვნელოვანი პირები იყვნენ ჰოლკონდის ციხესიმაგრესა[6] და სუბკონტინენტზე შიიზმის გავრცელებაში. 2014 წლის თებერვალში ბაჰრეინის მმართველი შეიხ ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფა სახელმწიფო ვიზიტით ეწვია ინდოეთს და ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტირებისთვის 450 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების შეთანხმება დაიდო.[7]

2020 წლის 11 სექტემბერამდე ბაჰრეინსა და ისრაელს შორის ოფიციალური ურთიერთობები არ იყო დამყარებული. ბაჰრეინის მთავრობა არ აღიარებდა ისრაელს, როგორც სახელმწიფოს, თუმცა ისრაელის მოქალაქეებს ვიზის ქონის შემთხვევაში ბაჰრეინში შესვლის უფლება ჰქონდათ. არაოფიციალური ურთიერთობები 2016 წლის ბოლოს დაიწყო ირანთან ურთიერთობის დაძაბვისა და ისრაელისადმი არაბული ლიგის ბოიკოტის უარყოფის შემდეგ. 2020 წლის 11 სექტემბერს ბაჰრეინსა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას მოეწერა ხელი, რის შემდეგაც ორივე მხარემ აღიარა ქვეყნების სუვერენიტეტი და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

ყაზახეთში ბაჰრეინის პირველი სამეფო ვიზიტი 2014 წლის აპრილში შედგა, როდესაც ბაჰრეინის მეფე ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა.[8] ქვენებს შორის ვაჭრობისა და ინვესტირების ხელშესაწყობად არაერთი ხელშეკრულებაა დადებული. ბაჰრეინმა მხარი დაუჭირა Expo 2017-ის ასტანაში გამართვას და ადგილობრივ ბიზნესმენებისა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა წაახალისა.[9]

2009 წლის 19 მაისს ბაჰრეინმა კოსოვო ოფიციალურად აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.[10] 2014 წლის 13 მარტს ბაჰრეინსა და კოსოვოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.[11]

სქოლიო რედაქტირება

  1. Minister of Foreign Affairs en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-29. ციტირების თარიღი: 2021-10-29
  2. "Scud hits Bahrain" New Sunday Times archive, 23 Feb. 1991
  3. Presidential Determination on the designation of Bahrain as a major Non-NATO ally,White House archives
  4. Bahrain. ციტირების თარიღი: 2021-06-17
  5. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-30. ციტირების თარიღი: 2019-02-23
  6. Juan Cole, Sacred Space and Holy War, IB Tauris, 2007 p. 45
  7. Gulf Daily News » Local News » $450 MILLION DEALS SIGNED. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 21 February 2015
  8. Gulf Daily News » Local News » THE WAY FORWARD. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 21 February 2015
  9. Bahrain plans major Kazakhstan investment. ციტირების თარიღი: 21 February 2015
  10. „Bahrain recognizes Kosovo“. Bahrain News Agency. 2009-05-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-23. ციტირების თარიღი: 2009-05-19.
  11. „Bahrain, Kosovo establish diplomatic relations“. Gulf News. 13 March 2014. ციტირების თარიღი: 13 March 2014.