ბახფანდაგის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, შიდა ქართლის მხარეში და ჩრდილოეთ ოსეთში
ბახფანდაგის უღელტეხილი (ოს. Бæхфæндаг) — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2925 მ. აკავშირებს მდინარეების ჯომაგის (დიდი ლიახვის შენაკადი) და არდონის (მდინარე თერგის შენაკადი) ხეობებს.
ბახფანდაგის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°35′33″ ჩ. გ. 44°00′53″ ა. გ. / 42.59250° ჩ. გ. 44.01472° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 2925 მ |
ქედი | კავკასიონი |
აკავშირებს | ჯომაგის და არდონის ხეობებს |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 384.