ბახტიარ ვაჰაბზადე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ბახტიარ მაჰმუდ ოღლუ ვაჰაბზადე (აზერ. Bəxtiyar Mahmud oğlu Vahabzadə; დ. 16 აგვისტო, 1925 — გ. 13 თებერვალი, 2009) — აზერბაიჯანის სახალხო პოეტი (1984), 1945 წლიდან აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
ბახტიარ ვაჰაბზადე | |
---|---|
აზერ. Bəxtiyar Mahmud oğlu Vahabzadə | |
დაბადების თარიღი | 16 აგვისტო, 1925 |
დაბადების ადგილი | შაქი |
გარდაცვალების თარიღი | 13 თებერვალი, 2009[1] (83 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი, პოლიტიკოსი, დრამატურგი და მთარგმნელი[2] |
ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ აზერბაიჯანი |
ჟანრი | narrative poetry და პოემა |
ჯილდოები | სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია, დამოუკიდებლობის ორდენი, Q63706400?, Commander of the National Order For Merit, მედალი „შრომის ვეტერანი“, National Order of Merit და მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“ |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1925 წლის 16 აგვისტოს ქალაქ შაქიში, აზერბაიჯანში. მისი ნაწარმოებები — ლირიკული ლექსები, დრამები და პუბლიკაციები ნათარგმნია მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე. პოეტმა თავისი შემოქმედებითი გზა დაიწყო დიდი სამამულო ომის პერიოდიდან. 1945 წელს იგი გახდა აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი და ასევე ხელოვნებისგან დაშორების გარეშე იგი ასწავლიდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 40 წლის განმავლობაში.
1980 წელს იგი გახდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის მოქმედი წევრი. XX საუკუნის 60-იან წლებში, აზერბაიჯანულმა ლიტერატურამ შესძლო გამოცალკავებოდა კომუნისტურ იდეოლოგიას და აზერბაიჯანელი მწერლების ნაშრომებში დაიწყო ეროვნული სულისკვეთების გამოვლინებები, მაგრამ ნაწარმოებები, მაინც შორს იდგნენ პოლიტიკისგან. მხოლოდ პოეტ ბახტიარ ვაჰაბზადემ შესძლო დისიდენტური ნაწარმოების გამოშვება, რომელშიც თვალნათლივ გამოჩნდა აზერბაიჯანელი ხალხის რეალური ყოფა, რომლის მიწაც გაყოფილ იქნა რუსეთისა და ირანის მიერ XIX საუკუნის დასაწყისში ჩრდილო და სამხრეთ აზერბაიჯანად „გიულიუსტანის“ ზავის მეშვეობით. ამ თემის გამო პოეტ ბახტიარ ვაჰაბზადეს დევნიდნენ საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები.
70 ლექსების კრებულზე მეტმა და 20 პოემამ, 2 მონოგრაფიამ, 11 სამეცნიერო ნაშრომმა და ასეულობით სტატიებმა მოუტანეს სახალხო პოეტს პატივისცემა. „შუქი სიღრმეშის“, „მხატვარი და დროს“, „დიდება სიმარტივეშის“, „დრო და მეს“ და სხვა წიგნების ავტორი. მის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა მრავალი სპექტაკლი და გადაღებულ იქნა ფილმები. იგი ხუთჯერ იქნა არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატად, შემდგომ კი მილი მეჯლისის დეპუტატიც იყო (1995-2000).
მან დაწერა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები სამედ ვურგუნის შესახებ. ამ თემებთან დაკავშირებით გამოსცა მონოგრაფიები. ამ ნაშრომებში სამეცნიერო ფაქტებზე დაყრდნობით განხილულია თანამედროვე ლიტერატურისა და ტრადიციული აზერბაიჯანული კლასიკური ლიტერატურის კავშირი, სამედ ვურგუნის მიერ აზერბაიჯანულ ლიტერატურაში შეტანილი სიახლეების შესახებ. „აზერბაიჯანის ლიტერატურის ისტორიის“ ერთ-ერთი ავტორთაგანი.
1950-1990 წლებში მუშაობდა პედაგოგად, დოცენტად და პროფესორად ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბახტიარ ვაჰაბზადე არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აზერბაიჯანის სახალხო პოეტი, სსრკ-ს სახელმწიფო პრენმიის ლაურეატი, დაჯილდოებულია სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოთი — „დამოუკიდებლობის“ ორდენით.
ბახტიარ ვაჰაბზადე გარდაიცვალა 2009 წლის 13 თებერვალს ბაქოში და დაკრძალულია საპატიო დაკრძალვის ალეაში. დაკრძალვას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი არტურ რასიზადე, მილი მეჯლისის დეპუტატები, ცნობილი მწერალი ელმირა ახუნდოვა, აზერბაიჯანის სახალხო მსახიობი ქალი ზეინაბ ხანლაროვა, თურქეთის ელჩი აზერბაიაჯანში ხულუსი კილიჯი და სხვანი.
2011 წელს ბახტიარ ვაჰაბზადეს სახელი დაერქვა ქუჩას ბაქოში (ყოფილ ფ. აგაევის ქუჩას) ბსუ-ს მახლობლად.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://web.archive.org/web/20090808023433/http://en.apa.az:80/news.php?id=97122
- ↑ Czech National Authority Database