ბახანის დევის პინა

არქეოლოგიური ძეგლი, აღმოაჩინეს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახანთან (მდ. შავი არაგვის ხეობა

ბახანის დევის პინა (თასი) — არქეოლოგიური ძეგლი, აღმოაჩინეს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახანთან (მდ. გუდამაყრის არაგვის ხეობაში, ფასანაურიდან 8 კმ-ზე), თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. 1959 წელს შეისწავლა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ს. ბედუკაძე). დევის პინებიდან დღეისათვის მხოლოდ ერთი პინაა შემორჩენილი, რომელიც დაცულია ფასანაურის რესტორნის ეზოში. იგი შირიმის კვადრატული ფილაა (60 სმ × 60 სმ × 25 სმ), რომლის შუაში ამოკვეთილია კვადრატული ღრმული. გადმოცემით, ასეთი პინები ტაძართან იყო და რელიგიურ დღესასწაულებზე მათში მეწველ ძროხებს ჩაწველიდნენ ხოლმე, რაც დაკავშირებული იყო ნაყოფიერების კულტთან.

ლიტერატურა რედაქტირება