ბაშირ ალ-აზმა
ბაშირ ალ-აზმა | |
სირიის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 აპრილი 1962 – 14 სექტემბერი 1962 | |
პრეზიდენტი | ნაზიმ ალ-კუდსი |
წინამორბედი | მაარუფ ად-დავალიბი |
მემკვიდრე | ხალედ ალ-აზმი |
დაბადებული | 1910 დამასკო, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 1992 დამასკო, სირია |
განათლება | დამასკოს უნივერსიტეტი |
ბაშირ ალ-აზმა ( არაბ. بشير العظمة , დ. 1910, დამასკო, ოსმალეთის იმპერია — გ. 1992, დამასკო, სირია) — სირიელი ექიმი, პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე. ეკავა რამდენიმე მაღალი თანამდებობა, მათ შორის, სირიის პრემიერ მინისტრის პოსტი ნაზიმ ალ-კუდსის კაბინეტში 1962 წლის აპრილიდან სექტემბრამდე.[1]
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაბაშირ ალ-აზმა დაიბადა 1910 წელს დამასკოში, ცნობილ ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ბაბ ალ-ბარიდის ალ-მალიქ ალ-ზაჰირის და მაქთაბ ანბარის საშუალო სკოლებში. შემდეგ შევიდა დამასკოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1934 წელს და გაემგზავრა პარიზში, სადაც ჩააბარა რეზიდენტურაში პულმონოლოგიის განხრით. რეზიდენტურის დასრულების შემდეგ დაბრუნდა დამასკოში და გახდა დამასკოს უნივერსიტეტის პროფესორი. იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას 1958 წელს ეგვიპტესთან გაერთიანებამდე. ალ-აზმა არაერთი სტატიისა და სახელმძღვანელოს ავტორია მედიცინის სხვადასხვა დარგში. მან დააარსა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა Arab Medical Journal. დაქორწინებული იყო რიმა ქურდ-ალიზე ( არაბ. ريمة كردعلي ).[2]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაჯანდაცვის მინისტრი
რედაქტირებაბაშირ ალ-აზმა დაინიშნა არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრად, მაგრამ თანამდებობიდან გადადგა 1960 წლის აგვისტოში. როგორც თავის მოგონებებში აღიარებდა, გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის ჩამოყალიბების პირველ დღეებში ენთუზიაზმი იყო განწყობილი. მონაწილეობდა „რეფერენდუმის გაყალბებაში“ გამალ აბდელ ნასერის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით. მან სცადა ბოდიში მოეხადა ჯანდაცვის სამინისტროსთვის და მიმართა ეგვიპტის პრეზიდენტს:
„მე ძალიან შორს ვარ ბიუროკრატიისა, ადმინისტრაციის ატმოსფეროდან და პრაქტიკისგან და მეშინია წარუმატებლობის.“
|
ასევე დასძენდა:
„რამდენიმე თვე, თითქმის ორი წელი გავატარე სამუშაოსა და პასუხისმგებლობის გარეშე.“
|
პრემიერ-მინისტრი
რედაქტირება1961 წლის სექტემბერში გაერთიანებული არაბული რესპუბლიკიდან (UAR) სირიის გამოყოფის შემდეგ, ალ-აზმა დაუბრუნდა თავის სამედიცინო პრაქტიკას დამასკოში. იმავე წლის ოქტომბერში შეუერთდა პოლიტიკოსთა ჯგუფს, რომლებმაც შეადგინეს გაერთიანებული არაბული რესპუბლიკიდან სირიის გასვლის დეკლარაცია და ეგვიპტის მაშინდელი პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი დაადანაშაულეს არაბული ნაციონალიზმის იდეებიდან გადახვევაში, სირიაში დემოკრატიის და პოლიტიკური ცხოვრების ჩახშობაში. 1962 წლის 16 მარტს, გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, პრეზიდენტმა ნაზიმ ალ-კუდსიმ ალ-აზმა კაბინეტის ხელმძღვანელად მიიწვია.
დე ფაქტო ხელისუფლებაში მყოფმა ოფიცრებმა მის კანდიდატურას პროფესიონალიზმის გამო დაუჭირეს მხარი. ამ პოსტზე ალ-აზმას მთავარი მიზნები იყო იმ ოფიცერთა ამბიციების შეკავება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სირიის გაერთიანებული არაბული რესპუბლიკიდან გამოყოფაში და ქვეყანაში ნასერის გავლენის ნარჩენების არმოფხვრა. ამისათვის მან მასიურად გაათავისუფლა სახელმწიფო აპარატში დასაქმებული ნასერის მომხრეები, ასევე გაგზავნა ოფიციალური საჩივარი არაბული სახელმწიფოების ლიგაში და ნასერი დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, შემდეგ გააუქმა 1958 წლის კონსტიტუცია და აღადგინა 1950 წლის კონსტიტუცია.[3]
ალ-აზმას კურსის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ნასერის მომხრე სოციალისტები.
1962 წლის 17 სექტემბერს ბაშირმა დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, მაგრამ დარჩა მთავრობაში სამუშაოდ (იგი იყო ახალი პრემიერ მინისტრის ხალედ ალ-აზემის მოადგილე). 1963 წელს არაბული ნაციონალისტური პარტია ბაასის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბაშირ ალ-აზმა სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ნასერთან ალიანსს, იძულებული გახდა პოლიტიკიდან წასულიყო.[4]
სხვა აქტივობები
რედაქტირებაბაშირ ალ-აზმა მონაწილეობდა სირიის ტუბერკულოზის კონტროლის საზოგადოების ჩამოყალიბებაში 1954 წელს, ხოლო 1961 წელს აირჩიეს ექიმთა სინდიკატის პრეზიდენტად. მან ასევე დააარსა Arab Medical Journal და 1976 წლამდე იყო მისი მთავარი რედაქტორი 1991 წელს მან დაწერას მემუარები სახელწოდებით „დამარცხებული თაობა“, რომელიც გამოქვეყნდა ლონდონის რიად ნაჯიბ ალ-რეიესის გამომცემლობის მიერ.[5]
გარდაცვალება
რედაქტირებაბაშირ აზმი გარდაიცვალა 82 წლის ასაკში 1992 წლის 5 აპრილს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ عبد الغني العطري (2000). حديث العبقريات، ص 110-118. دمشق: دار البشائر (არაბ.
- ↑ بشير العظمة (1991). جيل الهزيمة، ص 193. لندن: دار رياض نجيب الريس. (არაბ. )
- ↑ Sami Moubayed, Steel and Silk: Men and Women Who Shaped Syria, 1900-2000, Seattle, 2002, pp. 192-193
- ↑ Shalom, Zakai. Israel's Nuclear Option. Sussex, Sussex Academic Press. 2005.
- ↑ Roded, Ruth (1986), "Social Patterns Among the Urban Elite of Syria During the Late Ottoman Period", in Kusher, David (ed.), Palestine in the Late Ottoman Period: Political, Social, and Economic Transformation, BRILL, p. 159, ISBN 9004077928,
Yusuf Bey al-Azma, from a Turkoman family of merchants and landowners... His nephew Nabih Bey had a similar career and several other 'Azmas were Ottoman officers.