ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბიბაღდათის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. დამტკიცებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ №84 დადგენილებით[1].

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 26 ოქტომბერი, 2012
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი ოქროს ირმის თავი, ოქროს ჯვარი, ვერცხლის წყარო, ორკოშკიანი ციხესიმაგრე
ფარმჭერები ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა
დევიზი ბაღდათი

აღწერილობა

რედაქტირება

გერბის ფარი შუაზე არის გადაკვეთილი, ხოლო ზედა ნაწილი გადაკვეთილია და იყოფა ორ ველად.

  • I ნაწილი — ზურმუხტოვან ველზე ოქროს ირმის თავი, მასზე აღმართული ოქროს ჯვრით.
  • II ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ვერცხლის წყარო.
  • III ნაწილი — მეწამულ ველზე ქვედა ნაწილში ოქროს ორკოშკიანი ციხესიმაგრე ნახევრად ღია კარიბჭით. ციხე-სიმაგრის გამოსახულება კვეთს ველის კიდეებს. ციხე-სიმაგრის თავზე ზედა ნაწილში გამოსახულია სამი ჰერალდიკური ოქროს ვარდი ორი ერთზე.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხესიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კატარაქტიანი კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი — „ბაღდათი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება