დავით ბაღდავაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ბაღდავაძე, დავით)

დავით სიმონის ძე ბაღდავაძე (დ. 5 აგვისტო, 1929, სოფ. იანეთი, სამტრედიის რაიონი) — ქართველი მოწინავე მშენებელი, სოციალისტური შრომის გმირი (1974), სკკპ წევრი 1956 წლიდან.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1947 დაამთავრა სამტრედიის მუშა-ახალგაზრდობის საშუალო სკოლა, 1948 — ტყიბულის № 28 პროფესიული სასწავლებელი. 1948–1963 წლებში მუშაობდა ტყიბულში, 1963 წლიდან საქართველოს სსრ სასოფლო მშენებლობის სამინისტროს № 25 მოძრავ მექანიზებულ კოლონაში კალატოზად, 1973 წლიდან ამ კოლონის მშენებელთა კომპლექსური ბრიგადის ბრიგადირია, საქართველოს კპ XXV ყრილობამ ბაღდავაძე აირჩია ცკ-ის წევრობის კანდიდატად. სკკპ XXV ყრილობის დელეგატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და ოქტომბრის რევოლუციის ორდენით.

ლიტერატურა

რედაქტირება