ბაქოს შუშის დარბაზი

ბაქოს შუშის დარბაზი აზერ. Bakı Kristal Zalı — დახურული არენა ბაქოში, აზერბაიჯანში. მდებარეობს ბაქოს სანაპიროზე, სახელმწიფო დროშის მოედანთან. ბაქოს შუშის დარბაზის მშენებლობა 2011 წლის აგვისტოში დაიწყო და 2012 წლის აპრილში დასრულდა. ბაქოს შუშის დარბაზმა უმასპინძლა 202 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს.

ფაილი:Baku Crystal Hall 2014 1.jpg
ბაქოს შუშის დარბაზი ღამით (2014)
 
ბაქოს შუშის დარბაზი მშენებლობის დროს (2012 წლის იანვარი)

ბაქოს შუშის დარბაზი სპეციალურად 2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ჩასატარებლად აიგო.[1][2] 2011 წლის 2 აგვისტოს კომპანიასთან - Alpine Bau Deutschland AG - მთავარ შეთანხმებას მოეწერა ხელი და მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოებიც ჩატარდა.[3] [4]მართალია, კონტრაქტში მშენებლობის ზუსტი ღირებულება არ იყო მითითებული, თუმცა მთავრობამ 6 მილიონი აზერბაიჯანული მანათი გამოყო.[5] 2011 წლის 5 სექტემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ შუშის დარბაზი 25 000 მაყურებელს დაიტევდა. არენა მოიცავს VIP ლოჟებსაც.[6][6]

ორგანიზაციის - Human Rights Watch - თქმით, აზერბაიჯანის მთავრობამ შუშის სასახლის ასაშენებლად მომავალი არენის ადგილიდან კანონის დარღვევით ათეულობით ოჯახი გადაასახლა. ბევრი ოჯახი ღამით, გაფრთხილების გარეშე, ძალის გამოყენებით გაასახლეს და კომპენსაცია არ მიუღიათ.[7]

არენის დასრულების თარიღად 2012 წლის 31 მარტი იყო ჩაფიქრებული,[8] თუმცა ამინდის მდგომარეობის გამო პროექტის დასრულების თარიღმა 3 კვირით გადაიწია. 2012 წლის 16 აპრილს გამოაცხადეს, რომ შენობა მზად იყო.[9][10] ბაქოს შუშის სასახლე 2012 წლის 7 მაისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ გახსნეს.[11]

ინფრასტრუქტურა

რედაქტირება
 
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ბაქოს შუშის დარბაზის არენაზე

კომპლექსს საერთო ჯამში 20 958 მ² ფართობის ტერიტორია უკავია, ხოლო არენის ფართობი 10 964 მ²-ია. არენის სიმაღლე შუაში 24 მეტრია. არენა განათებულაი 12 000 მანათობელი დიოდით. არენის ირგვლივდერეფანი ორ სიმეტრიულ ნაწილადაა გაყოფილი. ორივე მხარეს 15 გასასვლელია. ყოველ სექტორს 2 სატრანსპორტო შესასვლელი აქვს (1 ყოველ მხარეს), 10 არენაზე შესასვლელი (5 თითო მხარეს) და 16 ტრიბუნაზე ასასვლელი (8 თითო მხარეს). დერეფნის გასწვრივ 10 სასმელი პუნქტია, 18 საკვები პუნქტი, 2 პირველადი დახმარების პუნქტი, 36 ტუალეტი (6 მამაკაცთათვის, 6 ქალებისთვის, 6 სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის თითო მხარეს). დარბაზში 12 000 დასაჯდომი ადგილია, თუმცა ჯამში 27 000 მაყურებელს იტევს.[12]
27,000 (with standing room)[12]

გამოყენება

რედაქტირება
 
ფრენბურთში ქალთა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ბაქოს შუშის დარბაზში

კონცერტები

რედაქტირება

ბაქოს შუშის დარბაზში პირველი მნიშვნელოვანი კონცერტი 2012 წლის 22-26 მაისს ჩატარებული ევროვიზიის სიმღერის კონკურსი იყო.[2] მოგვიანებით, იმავე წელს, ჯენიფერ ლოპესის, შაკირასა და რიანას კონცერტები გაიმართა.[13] 2017 წლის 22 სექტემბერს დარბაზში ადგილობრივმა მომღერალმა, აიღუნ ქაზიმოვამ გამართა კონცერტი.[14] 2018 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადდმი მიძღვნილი იუბილეც ბაქოს შუშის დარბაზში გაიმართა.[15]

ბაქოს შუშის დარბაზში გაიმართა 2015 წლის ევროპული თამაშების შეჯიბრებები ფრნებურთში, კრივში, კარატეში, ტაიკვანდოსა და ფარიკაობის სახეობებში.[16] 2016 წლის 1-14 სექტემბერს ბაქოს შუშის დარბაზმა 2016 წლის საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Yalcinkaya, Hakan. (8 September 2011) Azerbaijan: Baku Crystal Hall to host Eurovision 2012. ESCToday. ციტირების თარიღი: 8 September 2011.
  2. 2.0 2.1 Jarmo Siim. (25 January 2012) Crystal Hall approved as Eurovision 2012 venue. European Broadcasting Union. ციტირების თარიღი: 25 January 2012.
  3. Cay Dobberke. (4 February 2012) Aufbauhilfe für Baku. Der Tagesspiegel. ციტირების თარიღი: 1 June 2012.
  4. German company to construct Modern Sport-Concert Complex in Azerbaijan’s capital. en.apa.az. APA News Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 March 2012. ციტირების თარიღი: 1 September 2011.
  5. Second largest sport-concert complex to appear in Baku in April 2012. abc.az. FINEKO Analytic & Informational Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 January 2012. ციტირების თარიღი: 1 September 2011.
  6. 6.0 6.1 Venue likely to host Eurovision 2012 in Baku to be biggest ever in recent history of contest. en.trend.az. Trend News Agency. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
  7. Azerbaijan: Homeowners Evicted for City Beautification. ციტირების თარიღი: 23 July 2012.
  8. Арена, на которой может пройти "Евровидение-2012", будет самой крупной. 1news.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2011. ციტირების თარიღი: 8 September 2011.
  9. Although the weather created some challenges, Baku Crystal Hall was completed in accordance with all standards. eurovision.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 16 April 2012.
  10. McGuinness, Damien. (22 December 2011) 'Evicted in Baku to make way for Eurovision'. BBC News. ციტირების თარიღი: 17 February 2012.
  11. Azerbaijani President opens Baku Crystal Hall – arena of Eurovision-2012 (PHOTO). en.trend.az (7 May 2012). ციტირების თარიღი: 5 November 2016.
  12. 12.0 12.1 crystalhall.az - History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 29 June 2018.
  13. I. Asadova. JLo, Rihanna and Shakira at Baku Crystal Hall დაარქივებული April 15, 2012, საიტზე Wayback Machine. . Echo. 13 June 2012.
  14. Айгюн Кязымова организовала для зрителей автобусы на концерт в Baku Crystal Hall (5 September 2017). ციტირების თარიღი: 29 June 2018.
  15. The First Lady of Azerbaijan. ციტირების თარიღი: 29 June 2018.
  16. Holding I European Games in Baku is historic event – Mehriban Aliyeva. News.az. ციტირების თარიღი: 9 February 2013.