სახელმწიფო დროშის მოედანი (ბაქო)
სახელმწიფო დროშის მოედანი (აზერ. Dövlət Bayrağı Meydanı) — მოედანი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა.
ისტორია
რედაქტირება2007 წლის 17 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას ბაქოს სახელმწიფო დროშის მოედანის შექმნის თაობაზე. მოედნის ფუნდამეტს საფუძველი ჩაეყარა იმავე წლის 30 დეკემბერს ბაილის რაიონში[1].
2010 წლის 1 სექტემბერს ბაქოში შედგა სახელმწიფო დროში მოედნის გახნა, სადაც აზერბაიჯანის დროშა იქნა აწეული[1]. 2011 წლის მაისამდე დროშის ბოძი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო და გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა[2]. მისი სიმაღლე 162 მეტრია.
2010 წლის 24 ნოემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით მინისტრთა კაბინეტში შეიქმნა სახელმწიფო დროშის კომპლექსის სამმართველო, 2011 წლის 27 აპრილს დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა რაშად რაფაელ ოღლუ მამედოვი[3].
პროექტი შეიქმნა ცნობილი ამერიკული კომპანია Trident Support -ისა და განხორციელდა აზერბაიჯანული კომპანია Azenko-ს მიერ[4].
აღწერა
რედაქტირებატერიტორია მოიცავს 60 ჰექტარს და მისი ზედა ნაწილი 31 ათასი კვადრატული მეტრია. ფლაგშტოკის სიმაღლე 162 მეტრია, საფუძველის დიამეტრი 3.2 მეტრი, ზედა ნაწილის 1.09 მეტრი. კონსტრუქციის საერთო წონა 220 ტონაა. დროშის სიგანე 35 მეტრია, სიგრძე 70 მეტრი, საერთო ფართობი 2450 კვადრატული მეტრი და წონა დაახლოებით 350 კილოგრამს შეადგენს. მოედნის მშენებლობის ღირებულებამ დაახლოებით 32 მილიონ დოლარი შეადგინა[2].
უახლესი ტექნოლოგიის გამოყენების წყალობით, დროშის ბოძს შეუძლია გაუძლოს 58 მ/წმ (209 კმ/სთ) ქარის სიჩქარეს. თუმცა იმ დღეებში, როდესაც ქარის სიჩქარე 20 მ/წმ აღემატება, დროშა დაშვებულ უნდა იქნეს. დეველოპერების გათვლებით, ბაქოში ასეთი დღეები არ აღემატება წელიწადში 40-50 დღეს[5].
მოედანზე წარმოდგენილია ასევე სახელმწიფო სიმბოლოები - გერბი, ჰიმნის ტექსტი და აზერბაიჯანის რუკა, რომლებიც შესრულებულია მოოქროვილი ბრინჯაოსგან. ასევე შექმნილია აზერბაიჯანის ეროვნული დროშის მუზეუმი[6].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Ильхам Алиев принял участие на торжественной церемонии открытия площади Государственного флага - president.az
- ↑ 2.0 2.1 В Азербайджане установлен самый высокий флагшток в мире - news.day.az
- ↑ Назначен начальник Управления комплекса площади Государственного флага Азербайджана - news.day.az
- ↑ Мистика убрала азербайджанский флаг
- ↑ Девид Чамберс: «Я горд тем, что построил самый высокий флаг в мире именно в Баку» - 1news.az
- ↑ Площадь государственного флага