ბატამი
ბატამი ― რიაუს კუნძულების პროვინციის უდიდესი ქალაქი ინდონეზიაში. ქალაქის ადმინისტრაციული ტერიტორია მოიცავს მთავარ კუნძულებს: ბატამს, რემპანგსა და გალანგს, რომელთაც ერთად მოიხსენიებენ როგორც ბარელანგს, ისევე როგორც დასავლეთით მდებარე კუნძულ ბულანგსა და სხვა პატარა კუნძულებს. კუნძული ბატამი ურბანული ბირთვი და სამრეწველო ზონაა, ხოლო რემპანგის და გალანგი სასოფლო-სამეურნეო ხასიათისაა და მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვით გამოირჩევა. ისინი კუნძულ ბატამთან პატარა ხიდებითაა დაკავშირებული. კუნძული ბულანგი და მის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულები ბელაკანგ-პადანგის რაიონს წარმოქმნიან და კუნძულ ბატამის დასავლეთით მდებარეობენ, თუმცა ადმინისტრაციულად ქალაქის შემადგენლობაში შედიან. ბატამი სამრეწველო ბუმის ქალაქია, ნელ-ნელა იზრდება მისი სატრანსპორტო კერის ფუნქცია და ინდონეზია-მალაიზია-სინგაპურის ზრდის სამკუთხედის თავისუფალი სავაჭრო ზონის ნაწილი და ინდონეზია-მალაიზია-ტაილანდის ზრდის სამკუთხედის ნაწილია,[3][4][5]
დასახლებული პუნქტი | |||
---|---|---|---|
ბატამი | |||
| |||
ქვეყანა | ინდონეზია | ||
შიდა დაყოფა | Belakang Padang[1] , Sekupang[1] , Bulang[1] , Sei Beduk[1] , Batam Kota[1] , Sagulung[1] , Batu Aji[1] , Nongsa[1] , Lubuk Baja[1] , Batu Ampar[1] , Galang[1] და Bengkong[1] | ||
კოორდინატები | 1°07′48″ ჩ. გ. 104°03′11″ ა. გ. / 1.13000° ჩ. გ. 104.05306° ა. გ. | ||
დაარსდა | 18 დეკემბერი, 1829 | ||
ფართობი | 1595 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 38 მეტრი | ||
მოსახლეობა | 1 196 396 (2020)[2] | ||
სასაათო სარტყელი | Indonesia Western Standard Time | ||
საფოსტო ინდექსი | 29453 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.batam.go.id/ და https://bpbatam.go.id/ | ||
ინდონეზიის სტატისტიკის ცენტრალური სააგენტოს 2020 წლის აღწერის მიხედვით, ბატამის მოსახლეობა 1 196 396 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, იგი მესამე ადგილზეა სუმარტის რეგიონში, მედანისა და პალემბანგის შემდეგ.[6] 2022 წლის პროგნოზის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 1 269 413 ადამიანია. 2010 წლის აღწერისას ბატამი ინდონეზიის ყველაზე სწრაფად მზარდი მუნიციპალიტეტი იყო.[7]
ისტორია
რედაქტირებაკუნძულ ბატამის პირველი ბინადრები მალაიები იყვნენ, რომელთაც ორანგ-ლაუტები ჰქვიათ.[8]
1973 წელს, ინდონეზიის პრეზიდენტის დეკრეტის მიხედვით, კუნძული ბატამი სამრეწველო ტერიტორიის სამუშაო გარემოდ გამოცხადდა. ბატამის განვითარებაზე კუნძულ ბატამის სამრეწველო განვითარების სააგენტო, ამჟამინდელი ბატამის განვითარების საბჭო (ინდონ. Badan Pengusahan Batam) ზრუნავდა. პროგრამის მიზანი ბატამის, როგორც „სინგაპურის ინდონეზიური ვარიანტის“ შექმნა იყო. კუნძულის სწრაფ განვითარებასთან ერთად, 1983 წლის მთავრობის 34-ე რეგულაციის საფუძვლეზე ბატამის რაიონს (რომელიც რიაუს კუნძულების სარეგენტოს ნაწილია) მუნიციპალიტეტის სტატუსი მიენიჭა. რეფორმაციის ხანაში, 1999 წელს ბატამის ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტის სტატუსი ავტონომიურ რეგიონად შეიცვალა და სამთავრობო და განმავითარებელი ფუნქციების შესრულება ბატამის ქალაქის მთავრობას დაევალა.
გეოგრაფია
რედაქტირებაბატამი უხეში ოვალური ფორმის კუნძულია ბევრი ყურითა და ნახევარკუნძულით. მდებარეობს კუნძულ ბინტანის დასავლეთით, სინგაპურის სამხრეთით, რემპანგისა და გალანგის ჩრდილოეთით და კუნძულ ბულანგის აღმოსავლეთით. ბატამი სინგაპურიდან სინგაპურის სრუტითაა გამოყოფილი, ხოლო რიაუს სრუტე ბატამს ბინტანისგან გამოყოფს. ბატამის მუნიციპალიტეტის ფართობი 3 869 კმ²-ია, რომლის 1 034.73 კმ² ხმელეთს უკავია. ბარელანგს (რომელიც სამ კუნძულს მოიცავს) 715 კმ² უკავია, შესაბამისად, თავად კუნძულ ბატამის ფართობი 410 კმ²-ია. მუნიციპალური მოსახლეობის ნაწილი კუნძულ ბატამზე ცხოვრობს.
ბატამი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, რომელიც მთელი წლის მანძილზე მაღალი ნალექიანობით ხასიათდება.
ჰავის მონაცემები — ბატამი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 29.8 | 30.4 | 31.0 | 31.2 | 31.2 | 31.0 | 30.7 | 30.6 | 30.6 | 30.8 | 30.3 | 29.6 | 30.6 |
საშუალო დღიური °C | 26.0 | 26.3 | 26.8 | 27.0 | 27.2 | 27.1 | 26.9 | 26.8 | 26.7 | 26.8 | 26.4 | 25.9 | 26.7 |
საშუალო დაბალი °C | 22.2 | 22.3 | 22.6 | 22.9 | 23.3 | 23.3 | 23.1 | 23.0 | 22.9 | 22.8 | 22.6 | 22.3 | 22.8 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 261 | 151 | 186 | 202 | 191 | 171 | 173 | 171 | 190 | 207 | 275 | 298 | 2 476 |
წყარო: Climate-Data.org[9] |
მმართველობა
რედაქტირებაბატამის ამჟამინდელი მერი მუჰამად რუდია, რომელსაც თანამდებობა 2016 წლიდან უკავია. მერის მოადგილეა ამსაქარ აჰმადი.[10]
ბატამის თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და თავისუფალი პორტის სააგენტო სამთავრობო არასტრუქტურული ორგანოა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბატამის სპეციალური ეკონომიკური ზონის მიწის მართვასა და ინვესტირებაში.
ადმინისტრაციული დანაყოფები
რედაქტირებაბატამი 12 რაიონად იყოფა, რომლებიც არაერთ მიმდებარე კუნძულს მოიცავს, როგორებიცაა: ბულანგი − დასავლეთით, რემპანგი და გალანგი − სამხრეთით.
ეკონომიკა
რედაქტირება2006 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად ბატამს, ბინტანს, კატიმუნსა და სინგაპურს შორის სპეციალური ეკონომიკური ზონა შეიქმნა, რომელიც ტარიფებსა და დამატებითი ღირებულების გადასახადს გამორიცხავს ბატამსა და სინგაპურს შორის საქონლის ტრანსპორტირებაზე.[11] 2007 წელს მიღებული კანონის საფუძველზე ბატამი 70 წლით თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადდა.
2015 წელს ბატამს 1.5 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია.[12] ბალისა და ჯაკარტის შემდეგ ბატამი მესამე ყველაზე დატვირთული პორტია ინდონეზიაში.[13] 2014 წელს ტურისტთა 58.8% სინგაპურიდან იყო, 12.8% ― მალაიზიიდან, 4.2% ― სამხრეთ კორეიდან.[14]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Batam Ferry Terminal Official site დაარქივებული 21 December 2018 საიტზე Wayback Machine.
- Statistics of Batam Municipality
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
- ↑ 2020 Indonesian census
- ↑ Richardson, Michael (3 August 1991). „In Today's Booming Asia, Business Knows No Boundaries“. The New York Times. ციტირების თარიღი: 22 October 2020.
- ↑ Indonesia-Malaysia-Thailand Growth Triangle (IMT-GT).
- ↑ Country Information – Indonesia-Malaysia-Thailand Growth Triangle (IMT-GT).
- ↑ Kota Batam Dalam Angka 2019. ციტირების თარიღი: 4 February 2020.
- ↑ Firman, Tommy. (12 May 2012) Urbanization and urban development patterns. ციტირების თარიღი: 11 August 2016
- ↑ Pulau Batam Dihuni Orang Selat Sejak 231 Masehi id-ID (2012-12-18). ციტირების თარიღი: 2018-12-18
- ↑ Climate: Batam. Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 12 November 2020
- ↑ „Dari Demokrat Rudi Loncat ke Nasdem“. Batam Pos (ინდონეზიური). 29 August 2016. ციტირების თარიღი: 1 October 2017.
- ↑ Teo, Laurel (19 May 2007). „Indon SEZ rules ready by end-May; Setting of a deadline likely to please potential investors“. The Business Times Singapore.
- ↑ Widayati, Rully. (8 January 2016) Batam Targetkan 1,7 Juta Kunjungan Turis Asing Tahun Ini.
- ↑ Batam Island – Where Business Meets Pleasure – Indonesia.Travel.
- ↑ Singapura & Malaysia Penyumbang Wisman Terbanyak ke Batam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 7 May 2017