ბასკუნჩაკი
ბასკუნჩაკი (რუს. Баскунчак) — გაუდინარი მლაშე თვითმლექი ტბა რუსეთში, ასტრახანის ოლქში, მდინარე ვოლგის აღმოსავლეთით 53 კილომეტრზე. უკავია ოვალური ფორმის ქვაბული. ზედაპირის ფართობი 106 კმ², სიგრძე 20 კმ, მაქსიმალური სიგანე 10 კმ, საშუალო სიღრმე 0.1 მ.[1]
ბასკუნჩაკი | |
---|---|
Баскунчак | |
ბასკუნჩაკის ტბა | |
კოორდინატები: 48°10′00″ ჩ. გ. 46°53′00″ ა. გ. / 48.16667° ჩ. გ. 46.88333° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ასტრახანის ოლქი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | –21.6 მ |
სიგრძე | 20 კმ |
სიგანე | 10 კმ |
ფართობი | 106 კმ² |
მარილიანობა | ~300 ‰ |
აუზის ფართობი | 467 კმ² |
ტბის დონე ზღვის დონიდან –21.6 მეტრზე დაბლაა. დასავლეთი და სამხრეთი ნაპირები საკმაოდ მაღალია, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი დაბალი. ძირითადად საზრდოობს დიდი ბოგდოსა და პატარა ბოგდოს მთისძირში გამომავალი მრავალრიცხოვანი მარილიანი წყაროებით. ზაფხულში მთლიანად შრება და იფარება მარილის ფენით. ტექტონიკური წარმოშობისაა და განლაგებულია მარილის შტოკის კალთაზე. წელიწადში ტბაში ჩაედინება 8 მლნ. მ³-ზე მეტი წყალი, რომელიც შეიცავს 930 ათ. ტ გახსნილ მარილს (მათ შორისაა 864 ათ. ტ ნატრიუმის ქლორიდი).[1]
ბასკუნჩაკზე განვითარებულია რუსეთში უძველესი და უმსხვილესი მარილის მრეწველობა. აქ წელიწადში მოიპოვება დაახლოებით 2 მლნ. ტ მარილი. სამრეწველო მარილის მარაგი 400 მლნ. ტ მეტია. მუშავდება ჰოლოცენური ასაკის ქვის მარილის ლინზისებრი ბუდობი, რომლის ფართობია 73 კმ², ხოლო მაქსიმალური სისქე ცენტრში 19 მ. ზედა სამუშაო ფენიდან მოიპოვება სამი სახეობის მარილი: „ნოვოსადკა“, „ჩუგუნკა“ და „გრანატკა“. იწარმოება სუფრის, ტექნიკური და აბაზანის მარილი. წიაღისეულის ცენტრია ტბის დასავლეთ ნაპირზე მდებარე დაბა ქვემო ბასკუნჩაკი.[1]
ბასკუნჩაკი მოქცეულია ბოგდო-ბასკუნჩაკის ნაკრძალის ტერიტორიაზე.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Баскунчак / Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-14. ციტირების თარიღი: 2023-01-14.