ბასილი უჯარმელ-ჭყონდიდელი

საქართველოს სამეფოს მწიგნობართუხუცესი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბასილი.

ბასილი უჯარმელ-ჭყონდიდელისაქართველოს სამეფოს მწიგნობართუხუცესი 1248-1265. მეფე დავით-ულუს საქართველოში არ ყოფნის დროს ბასილის სახელმწიფო მართვა ჰქონდა მინდობილი. ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობის იმ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას, რომელთა მიზანი იყო XIII საუკუნის შუა წლების დიდი ეკონომიური კრიზისის შენელება. ბასილის წინადადებით გაღარიბებულ მოსახლეობას დაურიგდა ეკლესიის კუთვნილი მიწების ნაწილი. ამ ნიადაგზე ბასილს გადაემტერნენ ეკლესიის მაღალი წრეები, რომლებმას მეფე დავით-ულუ დაარწმუნეს ბასილის ორგულობაში. ცრუ ბრალდების საფუძველზე ბასილი დააპატიმრეს და გაუსამართლებლად ჩამოახრჩვეს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება