ბარძიმ არაგვის ერისთავი
ბარძიმ არაგვის ერისთავი (გ. 1739) — არაგვის ერისთავი 1731-1739, ძე გიორგი არაგვის ერისთავისა. 1724 წელს ვახტანგ VI-ს წაჰყვა რუსეთში. 1729-1730 დაბრუნდა. 1731 ქართლის მმართველმა ისაყ-ფაშამ არაგვის ერისთავად დანიშნა. 1736 ქართლში ირანის წინააღმდეგ აჯანყების დროს მტრის მხარეზე იყო. ებრძოდა შანშე ქსნის ერისთავს. შანშეს ძმის იასეს ცოლ-შვილი ყიზილბაშებს ჩაუგდო ხელში. 1739 ივლისში შანშე თავს დაესხა ანანურის ციხეს და ბარძიმ არაგვის ერისთავი თავისი სახლიკაცებით ამოხოცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 219.